ალბიოლი და არბელოა მატჩის შემდეგ
სამეფო კლუბის მცველებმა, რაულ ალბიოლმა და ალვარო არბელოამ "ვალენსიასთან" შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრეს...
ალბიოლი
"გუნდი მოსაგებად გავიდა მოედანზე, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ყაიმს დავჯერდი. ყველანაირად ვცდილობდით გოლის გატანას და მომენტიც ბევრი იყო, მაგრამ მეტოქის კარის აღება ვერ მოვახერხეთ. გასაგებია, რომ ქულები დავკარგეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ჩემპიონობა ეჭვქვეშ დადგა, კვლავ ვინარჩუნებთ პირველ პოზიციას და არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. შუა კვირაში ურთულესი შეხვედრა გველის ვისენტე კალდერონზე, დარწმუნებული ვარ ატლეტიკო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაიმარჯვოს, მაგრამ ჩვენ "ბლანკოსი" ვართ და მომდევნო შეხვედრაში მხოლოდ 3 ქულა დაგვაკმაყოფილებს."
"გვსურს, ნოუ კამპზე კვლავ 4 ქულიანი უპირატესობით ჩავიდეთ, ამისთვის კი "როხიბლანკოსა" და ხიხონის "სპორტინგის" დამარცხებაა საჭირო."
"შეხვედრაში მსაჯი ძალიან ბევრჯერ გამოჩნდა, იყო რამდენიმე მომენტი როდესაც კამათი შეიძლებოდა, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს."
არბელოა
"მადრიდის რეალი მოედანზე ყველა თამაშის მოსაგბად გადის, მაგრამ ვალენსიელებმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვეს, პირველი ნახევარი სანახაობის თვალსაზრისით ძალიან კარგი იყო, მეორე კი შედარებით ნაკლებად. მსაჯის მოქმედებებს დადებითად ნამდვილად ვერ შევაფასებ."
"სეზონის დასრულებამდე სულ უფროდაუფრო ცოტა დრო რჩება, ამიტომ 4 ქულიანი უპირატესობის შენარჩუენება აუცილებელია, რადგან ჩვენ გვსურს სიბელესზე ჩემპიონობის აღნიშვნა."
"თავისთავად ცხადია მადრიდული დერბი ურთულესი იქნება, "როხიბლანკო" მაქსიმალურად დაიხარჯება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, სხვა შემთხვევაში რთულ მდგომარეობაში ჩავარდებით, ყველა რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ ამიტომ საჭიროა მაქსიმალური კონცენტრაცია. "ატლეტიკო" მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის, მაგრამ გამარჯვება "რეალს" უნდა დარჩეს."
- 9 აპრილი 2012
- 2 125
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.