გადამწყვეტი მატჩების მოლოდინში
დღეს გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩები, სადაც გაიმართება მნიშვნელოვანი დაპირისპირებები. პეპესა და იგუაინის ნაკრებებს დაძაბული მატჩების გამართვა მოუწევთ.
გიმარაეშში პორტუგალიის ნაკრები დაუპირისპირდება მალტას. პორტუგალიელებს აუცილებლად ესაჭიროებათ მოგება, რადგან მათ შვედეთის ნაკრები მოჰყვება. კარლოს კეირუშის გუნდს დააკლდება კრისტიანო რონალდო ტრავმის გამო, მაგრამ გუნდს დაუბრუნდა პეპე, რომელმაც გამოტოვა უნგრეთთან მატჩი.
იგუაინის არგენტინის ნაკრები მონტევიდეოში ურუგვაის ნაკრებს დაუპირისპირდება. ამ ორ გუნდს შორის დიდი ბრძოლა გაიმართება. დიეგო მარადონას შეგირდებს მოგება ესაჭიროებათ, რადგან არ იყვნენ დამოკიდებული ეკვადორის შედეგზე.
კაკას ბრაზილიის ნაკრებს არაფერი აქვს სანერვიულო. "რეალის" ნახევარმცველი ისვენებდა ბოლივიასთან მატჩში, მაგრამ დღეს სავარაუდოდ ვენესუელას წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს თამაშს.
იკერ კასილასი, ალბიოლი, სერხიო რამოსი და ხაბი ალონსო დღეს ბოსნიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებმა უკვე დიდი ხანია მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური. ეს მატჩი ფორმალური ხასიათისაა.
ქარიმ ბენზემა დღეს ძირითად შემადგენლობაში იქნება ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში. ამ თამაშებს "მამლებისთვის" არანაირი მნიშნელობა არ აქვს. ლასანა დიარა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს შეხვედრას.
იერჟი დუდეკს იმედი აქვს, რომ პოლონეთის ნაკრების შემადგენლობაში ითამასშებს. პოლონელებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის არანაირი შანსი არ გააჩნიათ.ისინი დღეს სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 14 ოქტომბერი 2009
- 1 457
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.