დერბიში "როხი ბლანკო" დანაკლისით იქნება
როგორც მოგეხსენებათ, პრიმერა დივიზიონის მომდევნო ტურში, რომელიც შუა კვირაში გაიმართება, "რეალი" თანაქალაქელ "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება.
ნიშანდობლივია, რომ ლა ლიგის 31-ე ტურში, სიმეონეს შეგირდებმა საკუთარი შეხვედრა გამართეს "ლევანტეს" წინააღმდეგ და 2-0 დამარცხდნენ.ამასთანავე, მსაჯმა მატჩის მიწურულს მოედნიდან გააძევა ცენტრალური მცველი მირანდა, ხოლო სალვიოსა და მარიო სუარესს ყვითელ-ყვითელი ბარათი დაურიგა.ამ უკანასკნელთათვის მიღებული გაფრთხილებები მეხუთე გამოდგა მიმდინარე სეზონში.შესაბამისად, მადრიდულ დერბიში, "როხიო ბლანკო" ზედიზედ სამ სასტარტო მოთამაშეს მოისაკლისებს.
რაც შეეხებათ მადრიდისტებს, ვალენსიელების წინააღმდეგ, ჩაბი ალონსოსა და კრიშტიანუ რონალდუს მართებთ სიფრთხილე.რამეთუ მათაც მხოლოდ 1 გაფრთხილება აშორებთ დისკვალიფიკაციამდე.
- 8 აპრილი 2012
- 2 343
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.