გადამწყვეტი ბრძოლა ორ ფრონტზე
მაშ ასე,დღეს 8 აპრილია,რაც იმის მაუწყებელია,რომ 23:30 წუთზე(თბილისის დროით)ერთმანეთის წინაშე,’’სანტიაგო ბერნაბეუ’’-ს სახელობის ულამაზეს სტადიონზე წარსდგებიან ‘’მადრიდის რეალი’’ და ‘’ვალენსია’’...დასაწყისი სეზონის დასასრულისა...
დღეიდან იწყება ყველაზე ამაღელვებელი მომენტები ყოველი მადრიდისტასთვის.ბრძოლა ორ ფრონტზე.ესპანეთში და ზოგადად ევროპაში.უახლოესი 35 დღის განმავლობაში ჩვენს თვალწინ შეიძლება დაიწეროს მადრიდის რეალის უდიდეს ისტორიაში კიდევ ერთი ფურცელი,ან თუნდაც გულზე ხელებდაწყობილმა მადრიდისტებმა მომავლის იმედით გავნაგრძოთ ცხოვრება...
ჩვენს საყვარელ ფეხბურთელებს სეზონის ბოლოს ძალიან დატვირთული და დამღლელი განრიგი აქვთ,თუმცა სწორედ ასეთი გამარჯვებებით უნდა შეძლოს გუნდმა წარმატების მიღწევა !
როგორც გაუწყეთ დღეს 23:30 წუთზე შედგება სამეფო კლუბისა და "ვალენსია"-ს დაპირისპირება.სწორედ ამ მატჩით დაიწყება გადამწყვეტი რბოლა ჩემპიონობისათვის ! ან ყველაფერი , ან არაფერი !
"ვალენსია"-სთან ჭიდილის შემდეგ,ზუსტად ოთხ დღეში,შედგება მადრიდული დერბი,რომლის მასპინძელი "ვისენტე კალდერონი"-ს სახელობის სტადიონი იქნება.აღსანიშნავია რომ 15 აპრილს დერბის შემდეგ თეთრები შინ ითამაშებენ ამჯერად,’’სანტიაგო ბერნაბეუ’’-ზე "ხიხონის სპორტინგი’’-ს წინააღმდეგ,ეს ყველაფერი მადრიდული დერბიდან 4 დღეში მოხდება.
18 აპრილს კი გუნდი მიუნხენს ესტუმრება და შეეცდება ნაბიჯი გადადგას ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ,ადგილობრივი "ბაიერნის" დამარცხებით.
ჩემპიონთა ლიგის დამღლელი თამაშის შემდეგ მადრიდელები 4 დღეში გამართავენ სეზონის ერთ-ერთ გადამწყვეტ მატჩს.ეს თამაში კი "ელ კლასიკოა".22 აპრილს ‘’რეალი’’ კატალონიაში ჩაფრინდება და შეეცდება დაუსვას წერტილი ერთხელ და სამუდამოდ ესპანეთის ჩემპიონატს და 4 წლიანი შესვენების შემდეგ გახდეს ესპანეთის ჩემპიონი!
"ელ კლასიკო"-ს შემდეგ მოუს და კამპანიას ისევ ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს ფიქრი.ამჯერად სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/2 -ის საპასუხო , მატჩს გამართავს ‘’მიუნხენის ბაიერნის’’ წინააღმდეგ.ეს დიდებული მატჩი 26 აპრილს ‘’სანტიაგო ბერნაბეუ’’-ზე შედგება.
3 დღის შემდეგ 29 აპრილს ‘’მადრიდის რეალი’’ ისევ საკუთარ არენაზე,ამჯერად ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ მატჩში ‘’სევილია’’-ს დაუპირისპირდება და საჭირო სამი ქულის აღებას შეეცდება.
ისევ სამი დღის შემდეგ 2 მაისს, გუნდს კიდევ ერთი რთული მატჩი ელის,ამჯერად ბასკების წინააღმდეგ "სან მამეს’’-ზე.
6 მაისს ‘’სამეფო კლუბი’’ ‘’გრანადა’’-ს ეწვევა და ამ მატჩის შემდეგ გუნდს საშუალება ექნება დაისვენოს 13 მაისამდე და ამ ერთ კვირაში მოახდინოს კონცენტრაცია ლა ლიგის ბოლო(!) მატჩზე,’’მალიორკა’’-ს წინააღმდეგ რომელსაც ‘’სანტიაგო ბერნაბეუ’’ უმასპინძლებს...
ალბათ ყველასთვის გასაგებია როგორი მძიმე გრაფიკი აქვთ მადრიდელ მოთამაშეებს.დღეს იწყება რბოლა ! რბოლა,რომელიც იმედია დროებით მორჩება 13 მაისს და კვლავ გაგრძელდება 6 დღის შემდეგ ! ამჯერად ლიგის ფინალში !
ჩვენ მადრიდისტებს ისღა დაგვრჩენია ბოლომდე ვუგულშემატკივროთ ჩვენ საყვარელ გუნდს და ფეხბურთელებს,განურჩევლად დროისა,მომენტისა და ა.შ.
იმედი ვიქონიოთ მადრიდის რეალის მუზეუმს წელს მინიმუმ ერთი,მაქსიმუმ ორი ან უფრო მეტი ტიტული კვლავ შეემატება !
Hala Madrid !!!
პ.ს სტატია ეკუთვნის ჩვენი საიტის ერთგულ მომხმარებელს Gobnela-ს. დიდი მადლობა მას ! თქვენ საიტისთვის ხართ უმნიშვნელოვანესი ხალხი და ისეთივე გულშემატკივრები როგორც ჩვენ , თუ ვინმეს რამის გაკეთება შეუძლია მოდი ერთად ვიზრუნოთ საიტის კეთილდღეობისათვის...
აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მოგილოცოთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული
- 8 აპრილი 2012
- 3 770
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.