კასილასი ისტორიაში შევიდა
დღეს მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების მეკარე იკერ კასილასი თავის მე–100 სანაკრებო შეხვედრას გამართავს.
გაზეთ As–თან საუბარში მან განაცხადა, რომ ისევეა გახარებული, როგორც ცხრა წლის წინ, როცა დაიწყო მისი სანაკრებო კარიერა. იმისათვის, რომ კასილასი გახდეს ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი ნაკრებში, მან უნდა გადაასწროს რაულს (102 მატჩი) და სუბისარეტას (126).
თავისი მეასე შეხვედრა იკერმა დღეს უნდა გამართოს ბოსნიის ნაკრების წინააღმდეგ.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 14 ოქტომბერი 2009
- 2 901
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.