რაული: "ვიმედოვნებ, "რეალი" ორჯერ ეწვევა მიუნხენს"
სამეფო კლუბის ისტორიაში საუკეთესე გოლეადორმა, რაულ გონსალესმა, "თეთრებზე" ისაუბრა.
"ევროპის თასების ნახევარფინალურ სტადიებზე, 5 ესპანური გუნდი გავიდა.აღნიშნული მხოლოდამხოლოდ ესპანური ფეხბურთის პოტენციალზე მეტყველებს.რა თქმა უნდა, ამ ფაქტით გახარებული ვარ და ვიმედოვნებ, რომ ორივე ტურნირის ბოლო თამაში ესპანური იქნება."
"სამეფო კლუბმა ნამდვილად იცის, თუ როგორ იასპარეზოს "ბაიერნის" წინააღმდეგ.ვფიქრობ, დაუვიწყარი სანახაობები გველის.ვიმედოვნებ, "რეალი" 2-ჯერ ეწვევა მიუნხენს."
შეგახსენებთ, რომ "ელ კაპიტანოს" "შალკე 04," სწორედ ბასკურმა "ატლეტიკმა" გამოთიშა ევროპის ლიგიდან.
- 7 აპრილი 2012
- 3 353
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.