ალბიოლი: "ტიტულების მოგება გვინდა"
პამპლონაში გამართულ შეხვედრაში, "თეთრების" მხრიდან ერთ-ერთი საუკეთესო რაულ ალბიოლი იყო.დიდხნიანი უქმობის შემდეგ, ესპანელი მცველი დამაჯერებელი თამაშით დაბრუნდა.მისი გარჯის წყალობით, მოწინააღმდეგემ განსაკუთრებული იერიშების წარმოება ვერ მოახერხა ჩვენს საჯარიმოში.
რაულ ალბიოლმა ინტერვიუ ჩაწერა, სამეფო კლუბის ოფიციალური სპონსორის, "Bwin"-ის, საიტთან:
ატმოსფერო გასახდელში:
"ჩვენს გუნდში ფანტასტიკური ატმოსფერო სუფევს.ფეხბურთელებს შორის ურთიერთგაგების კომპონენტი უმაღლეს საფეხურზე დგას.ვფიქრობ, ამის ნათელი დასტურია ჩვენი მოქმედება მწვანე მინდორზე.ერთიანობის არარსებობის შემთხვევაში, კლუბი მსგავს რიტმში ფუნქციონირებას ვერ შეძლებდა."
"ვალენსიასთან" ორთაბრძოლა:
"გამომდინარე იქედან, რომ "ღამურებს" მესამე პოზიციიდან დაქვეითების შანსი აქვთ, რთული შეხვედრა იქნება.რობერტო სოლდადო ყველაზე სახიფათო მოთამაშეა."
კრიშტიანუ:
"ის უნიკალური ფეხბურთელია.ალბათ, კიდევ დიდხანს არგამოჩნდა მსგავსი პოტენციალის მოთამაშე."
პერსპექტივა პრიმერაში:
"საჭიროა თამაშის გაგრძელება ისე, როგორც გუნდს ჩვევია.ამ შემთხვევაში სხვა ვარიანტი არარსებობს.ჩვენი მიზანია, მუდამ შეტევაში ყოფნა და გამარჯვების მოპოვება."
"6 ქულიანი სხვაობა ნორმალურია, თუმცა შეცდომის დაშვების შემთხვევაში, სიტუაცია ძალზედ გართულდება.ამიტომაც ყურადღებით ყოფნა გვმართებს."
"ატლეტიკი" - "სევილია"
"ვფიქრობ, ბასკეთში თამაშის დროს, უპირატესობას ბილბაოელებს აქვთ.ანდალუსიელებს გაუჭირდებთ, თუმცა ყველაფერი მასპინძლების ფიზიკურ კონდიციებზე იქნება დამოკიდებული."
"ლევანტე" - "ატლეტიკო"
"მიუხედავად ვალენსიელების წარმატებული სეზონისა, მაინც მადრიდის მოგებას დავეყრდნობი."როხიბლანკო" ახლოს არის ჩემპიონთა ლიგის საგზურთან.ამიტომაც მათ ჰაერივით ესაჭიროებათ 3 ქულა."
- 7 აპრილი 2012
- 1 192
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.