101 გოლი - მადრიდული ტრიო საუკეთესოა
როგორც იქნა, მადრიდულმა სამეულმა, სეზონში 100 გოლიან ზღვარს გადააჭარბა, რითაც ახალ რეკორდს დაუბო დასაბამი.
კრიშტიონუ რონალდუს, კარიმ ბენზემასა და გონსალო იგუაინის შექმნილმა ტრიომ, კატანლონიური ტრიოს (მესი-ეტო-ანრი), აქამდე ("აპოელთან" მატჩამდე) საუკეთესო მაჩვენებელი დაამხო.2008-09 წ.წ. სეზონში, "კულეთა" სამეულმა 100 გოლი დააგროვა, რაც უდავოდ საუკეთესო და უპრეცედენტო მაჩვენებელი გახლდათ.ამ მომენტისათვის, "თეთრი" გოლეადორების აქტივში, 101 ბურთია.გამომდინარე იქიდან, რომ სეზონის დასრულებამდე მინიმუმ 10 შეხვედრაა დარჩენილი, შესაძლებელია უნიკალურ შედეგამდეც მივიდნენ ბიჭები.
ცნობისთვის, 101 გოლიდან, 49-ის ავტორი რონალდუა, 28-ის ბენზემა, ხოლო 24-ის პიპიტა.
- 5 აპრილი 2012
- 5 977
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.