მოუ: "რეალს ბავარიელებთან ორთაბრძოლის დიდი ისტორია აქვს"
ჟოზე მოურინიომ თამაშის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
"ვფიქრობ, 1/2 ფინალის შეხვედრები "ბაიერნთან," კარგი გამოვა.გერმანელებს საკმაოდ ძლიერი კოლექტივი ჰყავთ, როგორც ორგანიზების, ასევე საფეხბურთო დონის მხრივ.აღნიშნულ კლუბს კარგად ვიცნობ.2 წლის წინ "ინტერის" თავკაცის რანგში დავუპირისპირდი ფინალში და ვგონებ, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა მიუხენში.მათ აქვთ თავისი სტილი და ასევე ჰყავთ ფანტასტიკური ფანატები.მოუთმენლად ველოდები პირველ მატჩს.მთელი ევროპა მიიღებს სიამოვნებას ამ პაექრობებით."
"მიუნხენის საფეხბურთო არენაზე შექმნილი ატმოსფერო, სიტუაციას გაგვირთულებს, თუმცა "ბერნაბეუზე" ანალოგიური გარემოს შემთხვევაში, ჩვენი შანსები გაიზრდება.დღესდღეობით, "რეალიცა" და "ბაიერნიც" ძლიერები არიან და ჩინებულ ფეხბურთს თამაშობენ.გამომდინარე იქედან, რომ მიმდინარე გათამაშები ფინალური მატჩი "ალიანს არენაზე" შედგება, გერმანელები დამატებით არიან მოტივირებულნი.გასულ წელს, სწორედ ნახევარ ფინალის სტადიიდან გამოვეთიშეთ ტურნირს.ბუნებრივია, წლეულს, უფრო დიდი მოთხოვნები გვაქვს."
"ჩემმა შეგირდებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს განვლილი მატჩის მეორე ტაიმში, თუმცა მათი კრიტიკის საბაბი ნამდვილად არ მაქვს.ორი მატჩის ჯამში, საკმაოდ დიდი სხვაობით დავამარცხეთ მოწინააღმდეგე და ამით კმაყოფილი ვარ.მადრიდისტებზე მხოლოდ პოზიტიურის თქმა შემიძლია.ისინი ბოლო 2 წელია ევროპის ყველა პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში ასპარეზობენ."
"აპოელის" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობა გადავახალისე.ეს იმის გათვალისწინებით მოხდა, რომ მეტოქე საკუთარ კედლებში 4 ბურთს ვერ გაგვიტანდა.მოედანზე გამოსვლის შანსი მიეცათ მოთამაშეებს, რომლებიც თავდაუზოგავად ვარჯიშობენ და რომელთათვის, თამაში ძალიან მნიშვნელოვანია."
"სასიხარულოდ, ლაზარეთიდან საჭირო დროს გამოეწერნენ მოთამაშეები.აპრილის თვე დატვირთული და ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება."
- 5 აპრილი 2012
- 3 647
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.