ნეგრედო და პარეხო დაბრუნდებიან "რეალში"
მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა აპირებს წლის ბოლოს დააბრუნოს თავისი აღზრდილი ორი ფეხბურთელი-ალვარო ნეგრედო და დანი პარეხო...
მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა აპირებს წლის ბოლოს დააბრუნოს თავისი აღზრდილი ორი ფეხბურთელი-ალვარო ნეგრედო და დანი პარეხო. ზაფხულში ნეგრედო გაიყიდა "სევილიაში" პარეხო კი "ხეტაფეში"
"სევილიაში" გადასვლამდე, ალვარო ორი სეზონი თამაშობდა "ალმერიაში" ძალიან მაღალ დონეზე. წელს ნეგრედო დაბრუნდა "რეალში", მაგრამ დიდი ხანი არ გაჩერებულა და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გადავიდა "სევილიაში" 14 მილიონ ევროდ. მაგრამ კონტრაქტში არის პუნქტი სადაც წერია, რომ რეალს შეუძლია ფეხბურთელი დაიბრუნოს 17 მილიონ ევროდ.
რაც შეეხება პარეხოს, მან შარშან ნახევარი სეზონი გაატარა "რეალში" ხოლო მეორე ნახევარი არენდის სახით ინგლისურ "ქპრ"-ში. სეზონის დასაწყისში ის არენდის სახით გადავიდა "ხეტაფეში" 3 მილიონ ევროდ, გამოსასყიდი თანხა შეადგენს 5 მილიონ ევროს.
ამ ფეხბურთელების დაბრუნება რეალურია, მითუმეტეს, სავარაუდოდ გუნდს დატოვებს ნისტელროი, გუტი და კიდე სხვა შემტევი ხაზის მოთამაშეები.
- 14 ოქტომბერი 2009
- 2 527
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.