ივან ელგუერა 1999-2007
პარასკევს 20 ივლისს 2007 წლისა , 8 წლიანი მოღვაწეობის შემდგომ , სამეფო კლუბიდან ის წავიდა . 1999 წელს კი იქნა შეძენილი მხოლოდ და მხოლოდ 2 მილიონ ევროდ "ესპანიოლისგან".
ივანი თამაშობდა ცენტრალური მცველის და ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე, ის ყოველთვის იყო იქ სადაც გუნდს სჭირდებოდა და მუდამ იყო ის ვინც "რეალს" სჭირდებოდა - ლიდერი , შავი სამუშაოს შემსრულებელი , ბომბარდირიც კი , ბოლოს და ბოლოს მან გაიტანა 10 გოლი 2000/01 წლების სეზონში. ერთი ყველაზე ნაკლებად შემტევი ფეხბურთელისთვის კი ეს შეიძლება ძალიან კარგ შედეგათ ჩაითვალოს. ის ყოველთვის, ყოველ მატჩში ამტკიცებდა იმას , რომ იმსახურებდა თეთრი მაისურის ტარებას .
გალაქტიკოსის ერა : დასაწყისი - 2001/02 წლების დასაწყისში ბლანკოსი შეყოვნდა ... ყველას ეგონა და ელოდა , რომ გუნდი რომელშიც თამაშობდა ზიზუ , ფიგუ , რაული და რობერტო კარლოსი გადაუვლიდა მოწინაამღდეგეს თითოეულ მატჩში და მოიგებდა ყველა მათგანს ანგარიშით 7-0 , მაგრამ ეს ასე არ მოხდა , გუნდმა წააგო "ვალენსიასთან" და "ბეტისთან" , ითამაშა ფრე პრიმერას აუცაიდერებთან და ყველა ალაპარკდა მადრიდის "უცხოურ სხეულზე". კლუბს რომელსაც ყავდა საუკეთესო შემადგენლობა მსოფლიოში ვერ ახერხებდა წარმატებული სტარტის აღებას , ჟურნალისტები დიდხანს ეძებდნენ ამის გამომწვევ მიზეზებს , სანამ ზიდანმა არ განაცხადა : " ჩვენ არ გვყავს ელგუერა ( რომელიც წინასაზონო მომზადების დროს იქნა ტრამვირებული) , როდესაც ის დაბრუნდება ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება" და რამდენადაც სასაცილოდ არ უნდა მოჩვენებოდა ეს სიტყვები ვინმეს , ის გამართლდა. ივანი დაბრუნდა მოედანზე ლა ლიგის 10-ე ტურში , რომელშიც თეთრები "ვილიარეალს" უპირისპირდებოდნენ. გასვლაზე აღმოჩნდა ძალიან რთული მატჩი , მაგრამ ამისდა მიუხედავად სამეფო კლუბმა იმარჯვა ანგარიშით 3-2, ამის შემდეგ ელგუერას არცერთი მატჩი არ გამოუტოვებია 34-ე ტურამდე. ზუსტად მასთან ერთად გახდა გუნდი გამართული მექანიზმი , დიახ მასთან ერთად მოიგო კლუბმა ჩემპიონთა ლიგა.
წინა წელს მას შეეძლო წასვლა , მაგრამ ის ჯიუტად მოითხოვდა დარჩენას , მას რამოდენიმეჯერ მიანიშნეს, რომ უნდა წასულიყო გუნდიდან , მაგრამ ის განაგრძობდა ვარჯიშს და ელოდებოდა თავის შანს. ელგუერა გამოვიდა მოედანზე როცა დაჭირდა გუნდს და წარმოაჩინა ნამვილ ლიდერად თავი , ღირსი თავისი კაპიტნის სამკლაურისა ( 3 კაპიტნის მოედანზე არ ყოფნის დროს სწორედ ელგუერას ენიჭებოდა კაპიტნობა) . ელგუერა იშვიათი მაგალითია , ნამდვილი ერთგული ადამიანისა , ის ნამდვილად არის მადრიდისტა ..!
დაბლა იხილეთ ივანის სიტყვები , რომელიც ამოღებულია სტატიაში მოცემული ვიდეო მასალიდან :
" მე ყოველთვის მიყვარდა ფეხბურთი, მაშინაც კი , როდესაც ვიყავი ძალიან პატარა . მე არ მიყვარდა საშინაო დავალების გაკეთება , იმიტომ რომ სულ ფეხბურთის თამაში მინდოდა . ძალიან გამიმართლა რომ ჩემ კარიერაში მოვახერხე დიდებული კლუბებში თამაში , ეს განსაკუთრებით სამეფო კლუბს ეხება . მემგონი ბლანკოსი "ბარსელონასთან" ერთად საუკეთესო კლუბები არიან ესპანეთის . თეთრები კი საუკეთესოები არიან მთელ მსოფლიოში. მუდამ ვოცნებობდი დიდ გუნდში თამაშზე. მე ვითამაშე "რეალ მადრიდში" ოცნება კი რაღათქმაუნდა ასრულდა "
" ხანდახან ხალხი გიყურებს , როგორც მეფეს , იმიტომ რომ შენ აქ ხარ , "რეალში". მათ არ იციან რა ძნელია მოხვდე აქ, დაიმკვიდრო თავი და იყო მუდამ პირველი".
ლა ლიგა
-229 მატჩი
- 131 გამარჯვება
- 51 ფრე
-47 მარცხი
- 18 გოლი
კოპა დელ რეი
-27 მატჩი
-13 გამარჯვება
-4 ფრე
-10 მარცხი
ჩემპიონთა ლიგა
-86 მატჩი
-50 გამარჯვება
-19 ფრე
-17 მარცხი
-13 გოლი
ესპანეთის სუპერ თასი
-2 მატჩი
-1 გამარჯვება
-1 მარცხი
ევროპის სუპერთასი
-2 მატჩი
-1 გამარჯვება
-1 მარცხი
ინტერკონტინენტალის თასი
-2 მატჩი
-1 გამარჯვება
-1 მარცხი
მთლიანობაში
-349 მატჩი
-197 გამარჯვება
-75 ფრე
-77 მარცხი
-31 გოლი
ივან ელგუერას მონაპოვარი "რეალში":
-1 ინტერკონტინენტალის თასი(2002)
-2 ჩეპიონთა ლიგის თასი(1999/00 , 2001/02)
-1 ევროპის სუპერთასი(2002)
-3 ლა ლიგის თასი(2000/01, 2002/03,2006/07)
-2 ეპანეთის სუპერთასი(2001, 2003)
- 4 აპრილი 2012
- 2 880
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.