პეპე: "გუნდი კარგ სამუშაოს ასრულებს"
პორტუგალიელი პეპე, ჟოზე მოურინიოსთან ერთად მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გამოცხადდა.
"ჩვენი გზა ფინალამდე, ძალიან შორია."რეალმა" საკუთარ თამაშზე უნდა მოახდინოს ფოკუსირობა და მეტოქეების ძლევა განაგრძოს.ყველანი ვნახავთ, მოვახერხებთ თუ არა ფინალურ მატჩში მონაწილეობის მიღებას."
"ბუნებაში არარსებობს ადამიანი, რომელსაც ნაკლი არ ჰქონდეს.ვფიქრობ, ჩემს ქცევებში ისეთი არაფერია, რაც სამეფო კლუბში თამაშის საშუალებას არ მაძლევს.ყოველთვის მთელი სულითა და ხორცით ვთამაშობ მადრიდისთვის, რათა სტადიონზე შეკრებილ ქომაგებს ულევი სიხარული მივანიჭო."
"რეალის" რიგებში კარგად ვგრძნობ თავს.ხალხისაგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, რაც ძალიან მეხმარება.კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს და ვიმედოვნებ, რომ კიდევ არაერთი წელი ვიქნები აქ."
"ვილიარეალის" წინააღმდეგ მოედნიდან არ გავუძევებივარ არბიტრს.შესაბამისმა კომიტეტმა შემდეგ დისკვალიფიკაციით დამსაჯა.აღნიშნულ შეხვედრაში ჩემი გუნდის ინტერესებს ვიცავდი და ყველაფერს ვაკეთებდ, რათა 3 ქულა წამოგვეღო "ელ მადრიგალიდან," თუმცა მატჩის მიწურულს მოვლენები უცნაურად განვითარდა.მწვანე მინდორზე რეფერიმ უნდა იმსაჯოს, ხოლო ფეხბურთელმა ბურთი გააგოროს."
- 3 აპრილი 2012
- 2 331
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.