ფინალური ვარჯიში აპოელთან მატჩამდე
მადრიდის "რეალმა" დღეს ფინალური ვარჯიში გამართა. გუნდი "ვალდებებასის" საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა და ჟოზე მოურინიოს მითითებები კიდევ ერთხელ შეასრულა...
ფეხბურთელები ხვალინდელი შეხვედრისთვის ემზადებიან, რომელიც აპოელთან გაიმართება, პირველი დაპირისპირება 0-3 დასრულდა, თითქოს ყველაფერი ნათელია და გუნდი 1/2 ფინალში იმყოფება, მაგრამ ჯერ კიდევ 90 წუთია სათამაშო და ამიტომ "მერენგები" დიდი მონდომებით ემზადებიან.
ჟოზემ გუნდი 3 ნაწილად გაყო და სხვადასხვა დავალებები მისცა. მთელი კოლექტივი ძირითადად ბურთთან ერთად ვარჯიშობდა და სხვადასხვა დავალებებს ასრულებდა.
შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე, სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე აიღებს სტარტს.
- 3 აპრილი 2012
- 1 395
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.