საუკეთესო საუკეთესოთა შორის
მაშ ასე, გავეცნოთ მორიგ საინტერესო სტატისტიკას...
29 ოქტომბერს მადრიდის "რეალმა" სან სებასტიანში "სოსიედადი" დაამარცხა მინიმალური ანგარიშით. აღნიშნულ დღეს "ბლანკოსი" "ლა ლიგის" ლიდერი გახდა. ამ მატჩიდან დღემდე "მერენგები" პირველ ადგილს ინარჩუნებენ. საერთო ჯამში კი ჟოზე მოურინიოს შეგირდება "პრიმერას" ცხრილის სათავეში 23 ტური გახლდათ. ეს კი საუკეთესო შედეგია ევროპის წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში. მეორე ადგილს ამ მხრივ "სიტი" იკავებს, რომელთაც 22 ტურის განმავლობაში იტვირთეს ლიდერის სტატუსი "პრემირ ლიგაში". შემდეგ მოდიან: "იუვენტუსი", "ბაიერნი" და "პსჟ" 15-15 ტურით.
- 2 აპრილი 2012
- 3 019
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.