"კასტილია" კვლავ საუკეთესოა
მაშ ასე, "სეგუნდა ბ"-ს დასრულებამდე 6 ტური დარჩა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაც გამაწყვეტ ფაზაში შედის. ცხრილის სათავეში კვლავინდებურად "კასტილია" გახლავთ 65 ქულით. მეორე ადგილს კი "ლუგო" იკავებს 58 ქულით, თუმცა ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.
ახლა კი ყურადღება უშუალოდ "სეგუნდა ბ"-ს მეორე წრეზე გავამახვილოთ. ალბერტო ტორილის შეგირდებმა უკვე 13 შეხვედრა ჩაატარეს. მადრიდისტებმა 7 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და ორში დამარცხდნენ, შესაბამისად 25 ქულა მოაგროვეს. ამ მხრივ ისინი საუკეთესონი არიან. "კასტილიას" მოჰყვებიან "ხეტაფე ბ", "ატლეტიკო ბ" და "ტენერიფე" 23-23 ქულით. "თეთრებმა" ამ 13 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანეს და 16 მიიღეს საკუთარ კარში.
ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ "კასტილია" "სეგუნდა ბ"-ს ჩემპიონი გახდება, ეს როდი ნიშნავს "სეგუნდაში" გადასვლას. ალბერტო ტორილის შეგირდებს პლეი-ოფში მოუწევთ თამაში სადაც ორ მატჩან დუელს გამართავენ მეტოქესთან...
- 2 აპრილი 2012
- 1 208
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.