ალბიოლი წავა?
26 წლის მცველს ჟოზე მოურინიო ნდობას რომ არ უცხადებს, ამას მტკიცება არ სჭირდება. ამაზე მის მიერ ჩატარებული შეხვედრების რაოდენობაც მეტყველებს მიმდინარე სეზონში, რომელიც მხოლოდ 11-ს მოითვლის. რაულს ძალიან გაუჭირდება პეპესა და რამოსის ამოგდება ძირითადიდან, მითუმეტეს მას ძალიან ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა რაფაელ ვარანის სახით.
სწორედ ამიტომ, ძნელად სავარაუდო არც არის, რომ ალბიოლი ზაფხულზე ახალი კლუბის ძებნას შეუდგება, რამეთუ 26 წლის მცველისთვის სათადარიგო სკამზე ჯდომა ნამდვილად არ არის მისაღები. დღეს, The Sun-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესპანელი მცველის შეძენით "ლივერპული" და "იუვენტუსია" დაინტერესებული. ჯერ-ჯერობით არცერთ მხარეს ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მაგრამ ის კი ნათელია, რომ რაული გუნდის დატოვების პირველი კანდიდატია...
- 1 აპრილი 2012
- 2 224
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.