მაიკონს "ინტერის" დატოვება სურს
ბრაზილიელ მცველ მაიკონს სურს "ინტერის" დატოვება. ზაფხულში, როცა ის აპირებდა "რეალში" გადასვლას, მილანური კლუბი მას კონტრაქტის გაუმჯობესებას დაჰპირდა და ამით შეინარჩუნა ბრაზილიელი.
მაიკონი გაბრაზებულია მასიმო მორატიზე, რადგან მან დანაპირები არ აუსრულა ბრაზილიელ მცველს. როგორც მაიკონის აგენტი აცხადებს, კლუბმა მის კლიენტს არ აუსრულა დანაპირები და დუგლასი ახლა სხვა კლუბის ძიებას დაიწყებს.
ამ განცხადების შემდეგ ევროპულმა გრანდებმა ყურადღება გაამახვილეს. მადრიდის "რეალთან" ერთად "მანჩესტერიც" აქტიურობს მაიკონისთვის ბრძოლაში. ექსპერტების ვარაუდით ბრაზილიელი "რეალს" მიაშურებს.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 13 ოქტომბერი 2009
- 2 953
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.