"ოსასუნა" - "რეალი" [პრევიუ]
მაშ ასე, "ლა ლიგის" დასრულებამდე 9 ტური დარჩა და ჩემპიონობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. მადრიდის "რეალს" წინ უმძიმესი კალენდარი აქვს და ჟოზე მოურინიოს შეგირდებს ერთ მატჩშიც კი, დაკარგული ქულები შესაძლოა თასის დაკარგვად დაუჯდეთ. ერთ-ერთი პირველი რთული მატჩს "მერენგები", დღეს, პამპლონაში გამართავენ. "ოსასუნასთან" გასვილითი მატჩი სულ როდია ადვილი, პირიქით, ხშირად პამპლონელები სიურპრიზს სთავაზეობენ დედაქალაქელებს. "რეინო დე ნავარაზე" კარგი მოგონებებიც აკავშირებს სამეფო კლუბს. როგორც იცით, ოთხი წლის წინ, სწორედ ზემოთ აღნიშნულ სტადიონზე იზეიმა "ბლანკოსმა" რიგით 31-ე "ლა ლიგის" ტიტული.
მადრიდის "რეალი", როგორც წესი, გასვლით მატჩებს მიმდინარე სეზონში წარმატებულად ატარებს. მადრიდისტები უკანასკნელი 19 გასვლით შეხვედრაში დაუმარცხებლად ასპარეზობენ. როგორც ორიოდე დღის წინ გაუწყეთ ეს მაჩვენებლი კლუბის ისტორიაში საუკეთესოა. აქამდე ამ მხრივ პირველ ადგილს ლეო ბენჰაკერის ფორმაციის გუნდი იკავებდა.
გავეცნოთ კლუბების სატურნირო მდგომარეობას. მადრიდის "რეალი" 75 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ბარსელონას" 6 ქულით უსწრებს. რაც შეეხება "ოსასუნას", პამპლონელემა 43 ქულას მოუყარეს თავი და შესაბამისად მეექვსე ადგილის ბინადარნი არიან.
ჟოზე მოურინიომ ამ მატჩისთვის 19 ფეხბურთელს უხმო, 18 პირველი გუნდიდან გახლავთ, ხოლო კანტერის ერთადერთი წარმომადგენელი ტომას მეხიასია. ყველაზე სასიხარულო ის გახლავთ, რომ გუნდს დაუბრუნდა ანხელ დი მარია. სავარაუდოდ არგენტინელს მცირე დრო მაინც მიეცემა სათამაშოდ. ტრავმების გამო პამპლონაში ვერ გაემგზავრნენ კარვალიუ, დიარა, კალეხონი და ხედირა, ხოლო პეპე დისკვალიპიცირებულია.
პამპლონელები წელს ბრწყინვალე სეზონს ატარებენ. მართალია, მათთვის კატასტროფული აღმოჩნდა "ბერნაბეუსა" და "კამპ ნოუზე" სტუმრობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი მეექვსე პოზიციას იკავებენ და სერიოზული შანსი აქვთ ევროსარბიელზე ასპარეზობისა. აქვე გაცნობებთ, რომ მადრიდის "რეალთან" შეხვედრას "ოსასუნა" ექვს მატჩიანი წაუგებელი სერიით ეგებება. ხოსე ლუის მენდილიბარს ტრავმების გამო რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება: იბრაჰიმა, მასუდი, კიკე სოლა და მარკ ბერტანი. თუმცა, შესანიშნავად გამოიყურებიან რაულ გარსია და ნეკოუნამი, რომლებიც ბომბარდირები გახლავთ კლუბისა, შესაბამისად 7 და 5 გატანილი გოლით.
აქვე ყურადღება პამპლონაში გამართულ "ოსასუნა"-"რეალის" დაპირისპირებაზე გავამახვილოთ. სულ ეს გუნდები ესპანეთის ამ მხარეში 33-ჯერ დაუპირისპირდნენ. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ "რეალისთვის" იოლი მეტოქეა "რეინო დე ნავარას" ბინადარი. თავად განსაჯეთ: 33 მატჩიდან "რეალმა" 13 მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და 11-ში დამარცხდა. ბურთების შეფარდება კი 47-39-ზე გახლავთ.
- 31 მარტი 2012
- 2 382
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.