მოურინიო:"არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემს გუნდს მუდამ აკრიტიკებენ"
სამეფო კლუბის მწვრთნელი "ოსასუნასთან" დაპირისპირების წინ ჟურნალისტებს გაესაუბრა...
ველოდები, რომ "ოსასუნა" თავის საფირმო სტილში ითამაშებს. ისინი ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან, თამაშობენ აგრესიულ ფეხბურთს, არ აჩერებენ ბურთს მოედნის ცენტრში და გულშემატკივარის მხურვალე მხარდაჭერით სარგებლობენ. ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება პამპლონაში, მაგრამ აქ სამი ქულისათვის ჩამოვედით. დარჩა მხოლოდ 9 მატჩი და ყოველ მათგანში გამარჯვება გვგმართებს... ხვალ ლამაზი თამაში უნდა ვაჩვენოთ".
"გასულ სეზონში სრულიად დამსახურებულად წავაგეთ პამპლონაში. მახსოვს, როგორ ვთქვი მატჩის შემდეგ, რომ ჩვენი მეტოქე იყო ძლიერი. ამ მატჩსაც ის არბიტრები განსჯიან, რომლებიც შარშანდელ დაპირისპირებაში იყვნენ და იმედი მაქვს, ამჯერად თავს უკეთესად წარმოაჩენენ. გასული წლის მატჩისგან კარგი გაკვეთილი მივიღე. ამ გუნდის წინააღმდეგ სრული ძალებით უნდა ითამაშო, რადგან მათ გამორჩეული სათამაშო სტილი აქვთ და ეს მათი ყველაზე ძლიერი მხარეა. ამ გუნდის თითოეულმა ფეხბურთელმა იცის მოედანზე თავისი ადგილი და საქმე ამიტომ, რთულ მატჩს ველოდებით".
"ლა ლიგის ტიტული სასწორზე ყოველ მატჩში დგას. ტრადიციულად ნებისმიერი გუნდი უფრო მეტ ქულას საშინაო მატჩებში აგროვებს, ვიდრე გასვლითში. ასეთი აზრი გავრცელებულია ხალხის ფენაში, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ლა ლიგის ტიტული ყოველ მატჩში დგას სასწორზე. ამიტომ, ყოველ მატჩზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება, რათა ქულათა მაქსიმუმს მოვუყაროთ თავი და ჩემპიონები გავხდეთ. უკვე მოვახერხეთ "აპოელთან" მატჩის შემდეგ ძალების აღდგენა. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავისვენებდით კიდევ ერთი დღით და ჩემპიონატის მატჩს კვირას გავმართავდით, მაგრამ გვითხრეს, რომ ეს შეუძლებელია".
"ხედირა გაცივდა და ვერ მიიღებს მონაწილეობას მატჩში. ამის შესახებ მხოლოდ დილით შევიტყვეთ და მოგვიწევს გადავწყვიტოთ, ვინ შეცვლის მას მოედანზე. დი მარია განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ ვიცი პირველივე წუთებიდან ჩავრთავ თუ არა თამაშში".
"ყველაფერი გავრცელებული ინფორმაცია ჩემი კლანის შესახებ სიცრუეა. ხალხი, რომელიც თავს ჩემი კლანის წევრად თვლის, არ არსებობს ბუნებაში. რაც შეეხება კარანკასა და ფარიას, ისინი ჩემი დამხმარეები არიან. ფეხბურთში არ მყავს გარშემო მყოფები. ასევე ხმები კასილასთან ცუდი ურთიერთობის შესახებ, სიცრუეა. არ მაქვს პრობლემა არც მასთან და არც სხვა ფეხბურთელებთან ეს უბრალოდ ჭორებია ".
"მჯერა, რომ ვარანი უფრო უკეთ ითამაშებს, ვიდრე ლორან ბლანი, რადგან ის გაცილებით სწრაფია. ის ჭკვიანი, თავდაჯერებული ფეხბურთელია, აქვს იგივე მონაცემები, მხოლოდ მისი სისწრაფეა უკეთესი. აი, ასეთი აზრი გამაჩნია მე რაფაელზე, ლორან ბლანისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად. თუმცა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ჯერ კიდევ ბავშვია. ვიმედოვნებ, ის ისეთივე კარგი ფეხბურთელი დადგება, როგორიც ბლანი იყო, როცა კარიერის პიკს მიუახლოვდება 26 ან 27 წლის ასაკში".
"გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებითი მატჩის შემდეგ, ყველამ ვთქვით ყველაფერი, რაც გულში გვქონდა და ბევრმა განიხილა ეს ფაქტი. ასევე ბევრმა გაგვაკრიტიკა იმის გამო, რომ მსაჯის მოქმედებაში სამეფო თასის 1/4 ფინალში მატჩებში ეჭვი შევიტანეთ. ამ ეტაპზე გვსურდა კრიტიკასა და სანქციებს გავქცეოდით, მაგრამ ისევ კრიტიკა დაიწყეს. ამჟამად არაფერში ვართ დამნაშავენი, რადგან არაფერი გვითქვამს. ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ ჟურნალისტები გვიქმნიან პრობლემებს. არ ვიცი ეს ჩემ გამო ხდება, თუ იმის გამო, რომ მადრიდის "რეალი" ვართ, მაგრამ მუდამ გვაკრიტიკებენ. მიუხედავად ამისა, მე და ჩემ ფეხბურთელებს მიგვაჩნია , რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცით".
წყარო: Realmadrid.com
- 31 მარტი 2012
- 3 828
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.