პეპეს შემცვლელად ვარანი მოგვევლინება?
მოგეხსენებათ, კელპერ პეპეს 2 შეხვედრიანი დისკვალიფიკაცია აქვს და იგი ვერ მოახერხებს ოსასუნასთან შეხვედრის გამართვას...
ჟოზე მოურინიო არჩევანის გაკეთების წინაშე დგას. პორტუგალიელმა ან რაულ ალბიოლი უნდა შეუწყვილოს სერხიო რამოსს, ან ახალგაზრდა ვარანი, რომელიც გაცემულ ავანსებს ამართლებს და გუნდის დაცვაში საიმედოდ დგას.
ფრანგმა ახალგაზრდამ მთელი მადრიდის გული დაიპყრო და ჟოზეს ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი გახდა, მაგრამ მას ზურგს არ უმაგრებს გამოცდილება, რომელიც პამპლონელებთან შეხვედრაში აუცილებელია.
რაც შეეხება რაულ ალბიოლს, მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი მცველი სათამაშო პრაქტიკასაა მოკლებული, მისი გამოცდილება რაფაელთან შედარებით ბევრად უფრო დიდია.
ასე, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 30 მარტი 2012
- 2 666
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.