"ოსასუნას" მოედანზე "რეალმა" გაიფორმა 31-ე საჩემპიონო ტიტული

გასვლითი მატჩი , "რეინო დე ნავარაზე" , ყოველთვის ითვლება რთულ დაპირისპირებად სამეფო კლუბისთვის . "ოსასუნა"დამუხტულია გულშემატკივრების მხურვალე მხარდაჭერით , იმის და მიუხედავათ თუ რომელ ადგილზე იმყოფება გუნდი გათამაშების ცხრილში , ისინი მაინც ღირსეულ წინაამღდეგობას უწევენ შინ მადრიდის "რეალს".
ბლანკოსის გულშემატკივრებს კი შეგვიძლია გავიხსენოთ ერთი განსაკუთრებით სასიამოვნო ფაქტი , რომელიც 2008 წელს დაფიქსირდა, მაშინ 4 ტურით ადრე ჩემპიონატის დასრულებამდე, სამეფო კლუბმა "ოსასუნა" გაჭირვებით დაამარცხა და ეს აღმოჩნდა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში
გადამწყვეტი ფაქტორი.
იმ მატჩში ყველაფერი არც თუ ისე კარგად დაიწყო "რეალისთვის" . პირველი ტაიმის მიწურულს , ორი ყვითელის გამო მოედნიდან გაძევებული იქნა ფაბიო კანავარო . 83-ე წუთზე კი არბიტრმა ბლანკოსის კარში თერთმეტ მეტრიანი დარტყმა დანიშნა , ჰაინცეს ხელით თამაშის გამო საჯარიმო მოედანში . ამის და მიუხედავად შუსტერის გუნდის ხასიათმა, მონდომებამ და გამარჯვების წყურვილმა "რეალს" მოუტანა გამარჯვება და მისცა საშუალება გაეფორმებინა 31-ე საჩემპიონო ტიტული ესპანეთის ჩემპიონატში.
"ოსასუნა" - "რეალ მადრიდი" 1:2 ( 0:0)
გოლები: 1:0 პუნიალი (პენ. 85) ,1:1 - რობენი (87), 1-2 - იგუაინი(89)
"ოსასუნა": რიკარდო , ხ.ფლანიო (ეჩაიდე ,63) , კრუჩაგა , მ.ფლანიო , მონრეალი , ასტუდილიო , პუნიალი ,ასპილკუეტა ,ველა , პლაშილი ,პორტილიო (პანდიანი, 65 )
"რეალ მადრიდი": კასილასი , რამოსი , პეპე , კანავარო , ჰაინცე, მ.დიარა , გაგო , სნეიდერი (ბაპტიშტა ,85) , სავიოლა (მ.ტორესი,54 ), რაული , (იგუანი ,65 ) რობენი .
არბიტრი: მედინა კანტალეხო
ყვითელი ბარათი: კანავარო (12;46 ) ,ასპილკუეტა (15), ჰაინცე (38) , კრუჩაგა (38) , სნეიდერი (51 ) , მ.დიარა (54) , მ.ფლანიო (56) , მ.ტორესი (67), პუნიალი (75).
წითელი ბარათი: კანავარო (46)
და რათქმაუნდა ყველას გვახსოვს თუ რა სიამოვნება მოგვანიჭა ამ გამარჯვებამ შემდეგ ტურში ....
- 29 მარტი 2012
- 2 433
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.