გარაი Realmadrid.com–თან
გარაიმ Realmadrid.com–თან საუბრისას განაცხადა, რომ კლუბს დავიწყებული აქვს „სევილიასთან“ მარცხი და ისინი დიდი მონდომებით ემზადებიან მომდევნო მეტოქის „ვალიადოლიდის“ დასამარცხებლად.
როგორ აღნიშნეთ დაბადების დღე?
ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დღე იყო, ვინაიდან მე 23 წლის გავხდი. მე დღე ოჯახთან ერთად გავატარე და შემიძლია ვთქვა, რომ კარგი დღე გამოდგა.
უცნაური კვირა იყო ვალდებაბასზე, ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელები არ იყვნენ სავარჯიშოდ გასული. რას იტყოდით?
მართალია, ზოგიერთმა ჩვენგანმა ვივარჯიშეთ, მაგრამ , ჩემი აზრით, ეს უკეთესი იყო ფიზიკური თვალსაზრისით. ეს აუცილებლად დაგვეხმარება.
კლუბს არ შეუძლია დასვენება, ვინაიდან უკვე კარსაა მომდგარი ლა ლიგის მომდევნო შეხვედრა...
რა თქმა უნდა. ჩვენ დავმარცხდით წინა ტურში „სევილიასთან“ და დარწმუნებული ვარ, ეს თამაშიც სანახაობრივი გამოვა. გამარჯვებისთვის აუცილებლად მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ.
წინასწარ რამის თქმა გაგიჭირდებათ...
„ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ რთული შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს. აუცილებლად გვჭირდება სამი ქულის აღება. ჩვენ სახლში ვთამაშობთ, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ კარგი შედეგის ჩვენებას. ბერნაბეუზე ძლიერები უნდა გამოვიყურებოდეთ.
„ვალიადოლიდს“ არც თუ ისე კარგი სტარტი ქონდა, მაგრამ ყველა კლუბი ცდილობს ბერნაბეუზე საუკეთესო თამაშის ჩვენებას...
ეს ყოველთვის ასე იყო. გასაგებია, რომ ყველას სურს ჩვენი დამარცხება ჩვენსავე სტადიონზე, განსაკუთრებით კი იმ შემადგენლობის დამარცხება, როგორიც წელს ჩვენ გვყავს. კლუბების მოტივაცია ჩვენ წინააღმდეგ თამაშისას ყოველთვის მაქსიმალურზე მეტია და ისინი მოედანზე 100 %–ით იხარჯებიან. ჩვენ ვიცით, რომ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ნებისმიერ თამაშზე არა აქვს მნიშვნელობა, სად იქნება ეს–სახლში თუ გასვლაზე. ვეცდებით მაქსიმალურად დავიხარჯოთ უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოსაპოვებლად.
კლუბი ამ კვირის განმავლობაში დამშვიდებულად გამოიყურებოდა, ისე ჩანს, რომ „სევილიასთან“ მარცხი დავიწყებული გაქვთ და მორალურად უფრო გაძლიერებულნი ხართ...
მეც ასე ვფიქრობ, აუცილებელია, რომ მორალურად არ გავტყდეთ და იგი ყოველთვის მაღალ დონეზე შევინარჩუნოთ. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ , ამიტომ შაბათს მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად გავალთ.
წინა კვირას თქვენ განაცხადეთ, რომ კოპა დელ რეიზე „ალკორკონის“ წინააღმდეგ თამაში სანახაობრივი გამოვიდოდა, ვინაიდან ორი მადრიდული კლუბი ხვდებოდა ერთმანეათს...
ამაში აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, ასეთ კლუბებს ყოველთვის „მადრიდის რეალისნაირ“ კლუბებთან სურთ თამაში, ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით მათი დამარცხებისათვის.
კლუბს უნდა კოპა დელ რეის მოგება?
რა თქმა უნდა. ჩვენ საუკეთესო და ძლიერი შემადგენლობა გვყავს, ამიტომ ვიბრძოლებთ ნებისმიერი ტიტულის მოსაგებად, მათ შორის კოპა დელ რეიზეც...
კრიშტიანო რონალდუს ტრავმა დანაკლისია?
დიახ ასეა, ის კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი ფებხურთელია და ამიტომაც , როცა ის მოედანზე არაა, ჩვენ ის გვაკლია. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა დავმშვიდდეთ, ვინაიდან შემადგენლობაში ბევრი სხვა უმაღლესი კლასის შემსრულებლები არიან...
არგენტინამ პერუს იგუაინის გოლის წყალობით მოუგო, თქვენ ალბათ გახარებული ხართ...
მე მას ვუთხარი, რომ კარგად ითამაშებდა და გოლსაც გაიტანდა. მე ძალიან მიხარია იგუაინის წარმატება და ის, თუ როგორ წავიდა თამაში...
ურუგვაის წინააღმდეგ თამაში გადამწყვეტი იქნება...
რა თქმა უნდა. მათ მოიგეს წინა შეხვედრა და ეხლა ყველაფერი მათზეა დამოკიდებული– გავალთ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე. ძალიან საინტერესო და სანახაობრივი თამაშაი იქნება, იმედი მაქვს არგენტინა მიაღწევს საკუთარ მიზანს და გავა მუნდიალზე.
ესაა პირველი შემთხვევა, როცა იგუაინმა არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა, ფიქრობ თუ არა, რომ შენც გექნება ამის საშუალება?
მე , როცა ცხადდება შემადგენლობები, ყოველთვის მაქვს იმედი, რომ მოვხვდები. ჯერ ეს არ მომხდარა, მაგრამ მე ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ ეს, რაც შეიძლება მალე მოხდეს.
წყარო: Realmadrid.com
- 13 ოქტომბერი 2009
- 3 211
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.