"მერენგები" კვიპროსელთა წინააღმდეგ
პირველი კვიპროსული კლუბი, რომელიც "რეალს" დაუპირისპირდა "ლიმასოლი" გახლავთ. 1968 წლის 19 სექტემბერს "ბერნაბეუზე" გამართული შეხვედრა მადრიდისტთა გამარჯვებით - 6-0 დასრულდა. გოლები გაიტანეს: პირიმ(3), ამანსიომ, მიგელ პერესმა და ბუენომ. ერთი კვირის შემდგომ განმეორებითი მატჩი შედგა, რომელიც იგივე ანგარიშით დასრულდა, რა თქმა უნდა აგრეთვე მადრიდის "რეალის" გამარჯვებით. გოლები გაიტანეს: ველასკესმა(2), ლოპეს პეინადომ, ველოსომ, ორტეგამ და სუნსუნეგუიმ.
მეორე კვიპროსული კლუბი კი ნიქოზიის "ოლიმპიაკოსი" გახლავთ. 1969 წლის 24 სექტმებერს მადრიდის "რეალმა" გასვლაზე(მატჩი კვიპროსში არ ჩატარებულა) 8-0 გაანადგურა მეტოქე, ხოლო შინ 6-1. ორივე შეხვედრაში გოლები გაიტანეს: ფლეიტასმა(3), ხენტომ(2) დე დიეგომ(2), გროსომ, დე ფელიპემ, პირიმ, პლანელესმა, ამანსიომ და გრანდემ, ერთი ბურთი კი კვიპროსელებმა საკუთარ კარში შეაგდეს.
მაშ ასე, სულ მადრიდულ-კვიპროსული დაპირისპირება ოთხჯერ შედგა. ამ ოთხ მატჩში "რეალმა" 26 გოლის გატანა მოახერხა და მხოლოდ ერთი მიიღო საკუთარ კარში. როგორც ხედავთ, სამეფო კლუბს უდიდესი უპირატესობა აქვს. თუ ისტორიასა და სტატისტიკას მივენდობით, დღევანდელი მატჩიც უხვგოლიანი უნდა გამოდგეს...
პ.ს. ეს ჩემი 1400-ე სტატიაა HalaMadrid.Ge-ზე...
- 27 მარტი 2012
- 1 776
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.