"აპოელი" - "რეალი" [პრევიუ]

გთავაზობთ დღევანდელი მატჩის პრევიუს...

მაშ ასე, მადრიდის "რეალი" არსებობის ისტორიაში პირველად ითამაშებს კვიპროსში. ჟოზე მოურინიოს შეგირდები ამ მატჩს რამდენიმე ძალიან კარგი სტატისტიკით ეგებებიან. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ სამეფო კლუბმა მიმდინარე ლიგის გათამაშებაზე 8 შეხვედრიდან შვიდში მოიპოვეს გამარჯვება, ერთიკი ფრედ დაასრულეს. ცხადია, ეს საუკეთესო შედეგია. გარდა ამისა გაუწყებთ, რომ, რაც ჟოზე მოურინიო ჩაუდგა სათავეში "ბლანკოსს, მას შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩებში "მერენგებს" მარცხი არ უგემიათ.

"აპოელი" - "რეალი" [პრევიუ]


აქვე გაუწყებთ რამდენიმე საინტერესო ფაქტსაც. აქამდე მადრიდის "რეალი" ევროსარბიელზე, ნახევარფინალში 29-ჯერ მოხვდა. აქედან 23-ჯერ მადრიდისტებმა მეტოქეთა ძლევა და ფინალში გასვლა მოახერხეს. რაც შეეხება უშუალოდ ჟოზე მოურინიოს, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში ხუთჯერ იასპარეზა. 2004 და 2010 წლებში, შესაბამისად "პორტოსა" და "ინტერის" შემადგენლობიდან ჩემპიონიც გახდა. "ჩელსიში" ყოფნისას კი, 2005 და 2007 წლებში იგი კვლავ მოხვდა საუკეთესო ოთხეულში, იგივე მოახერხა 2011 წელს "რეალთან" ერთად, მაგრამ ამ სამი მცდელობიდან ფინალს მხოლოდ ერთხელ მიაღწია, ისიც დამარცხდა.

სტატისტიკას შევეშვათ და უშუალოდ შეხვედრაზე ვისაუბროთ... ჟოზე მოურინიომ ამ მატჩისთვის 19 ფეხბურთელს უხმო. აქედან 18 პირველი გუნდიდან გახლავთ, ერთი კი კანტერის წარმომადგენელია, კერძოდ მეკარე ტომას მეხიასი. დისკვალიპიკაციის გამო განაცხადს მიღმა დარჩა ხაბი ალონსო. ანხელ დი მარია, ლასანა დიარა, ხოსე მარია კალეხონი და რიკარდო კარვალიო კი ტრავმების გამო ვერ გაემგზავრნენ ნიქოზიაში.

ცნობისთვის, კარვალიო ამჟამინდელი შემადგენლობიდან ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ოდესმე უთამაშია "აპოელის" წინააღმდეგ, თუმცა ამას წარმატებულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ - 2009 წლის სექტემბერში რიკარდოს "ჩელსი" ნიქოზიელებთან 0-1 დამარცხდა. რაც შეეხება კოენტრაოს, რონალდოსა და პეპეს, მათთვის "ჯი-ეს-პე"-ს სტადიონი კარგად ნაცნობია, რამეთუ ევროპის ჩემპიონატის საკვალიპიკაციო ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებთან ერთად დაუპირისპირდნენ კვიპროსს. მატჩი პირენეის ნახევარკუნძულელთა გამარჯვებით - 4-0 დასრულდა, კრიშტიანო დუბლით გამოირჩა. რაც შეეხება მოურინიოს, კვიპროსში იგი "ინტერთან" ერთად მოხვდა. მაშინ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა "ანორთოსისმა" "ნერაძურის" ღირსეული მეტოქეობა გაუწია. მატჩი ფრედ 3-3 დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის "რეალს" არასდროს უთამაშია კვიპროსში, "ბლანკოსი" მაინც შეხვედრია კუნძულელთა კლუბებს. კერძოდ, ეს ორჯერ მოხდა. 1968 წელს სამეფო კლუბის მეტოქე "ლიმასონი", ხოლო ერთი წლის შემდგომ ნიქოზიის "ოლიმპიაკოსი" გახლდათ.

გაგიკვირდებათ, მაგრამ თუ სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ "აპოელის" სტადიონ "ჯი-ეს-პი"-ზე ძალიან რთულია თამაში. ლიგის გათამაშებაზე საკუთარ არენაზე (ემატება საკვალიპიკაციო ეტაპის მატჩებიც) ნიქოზიელებმა 5 მატჩი მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და ერთში დამარცხდნენ. რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს - 13 გამარჯვება, 3 ფრე და ერთი მარცხი. დამეთანხმებით, რომ ეს მართლაც გასაოცარი შედეგია... "აპელს" ახლაგაზრდა და კარგი შემადგენლობა ჰყავს. გამოსარჩევია აილტონი და მანდუკა, აგრეთვე სანტიაგო სოლარის ძმა ესტებანი, რომელთაც ნამდვილად შესწევთ ძალა ხიფათი შეუქმნან სამეფო კლუბს...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)