იოვანოვიჩი: "კრიშტიანუ პატივისცემას იმსახურებს"

კვიპროსის "აპოელის" მთავარმა დამრიგებელმა, ივან იოვანოვიჩმა, "რეალსთან" დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

- რას ელოდებით შეგირდებისგან?
- რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმისა და პოტენციალის გამოვლენას არ დავიშურებთ, სასურველი შედეგის მისაღწევად.

- "აპოელის" ქომაგები როგორ შეხვდებიან რონალდუს?
- კვიპროსისა და პორტუგალიის დაპირისპირებას თვალს ვადევნებდი და ვერ გეტყვით, რომ ადგილობრივი გულშემატკივრები სითბოს გამოხატავდნენ მის მიმართ.ვგონებ, ის ფენომენალური მოთამაშეა და ყველასგან იმსახურებს პატივისცემას.მისი შეჩერაბა დიდ სირთულეს წარმოადგენს.

- რისი სწავლა შეუძლია თქვენს კლუბს მადრიდისგან?
- ვფიქრობ, ბევრი რამის სწავლა შეიძლება."რეალი" დიდი ისტორიის მქონე კლუბია და ამასთანავე მათ აქტივში უამრავი ჯილდოა.

- გამარჯვების შანსებს როგორ აფასებთ?
- ბუნებრივია, შანსი აქვს ყველას.ჩვენთვის ურთულესი პაექრობა იქნება, მაგრამ გპირდებით, რომ მთელი თამაში განმავლობაში, ბრძოლას გავუჩაღებთ "თეთრებს."

- "რეალთან" თამაშისათვის ახალი სქემა შეიმუშავეთ?
- ჯერ ყველა კარტს ვერ გავხსნი.ეს არის ჩემპიონთა ლიგა და წინასწარ შედეგის პროგნოზირება წარმოუდგენელია.ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2026 (124)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (307)