კვირის საუკეთესო მოთამაშე მსოფლიოს მაშტაბით
ჟურნალისტებმა გამოკითხვის შედეგად რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი გამოავლინეს, რომელიც გასულ კვირაში საუკეთესო იყო. მათ შორის იმყოფება კრიშტიანუ რონალდუც.
მსოფლიოს მაშტაბით კვირის საუკეთესო მოთამაშედ ლეგენდარული და ახლაც შესანიშნავ ფორმაში მყოფი, ალექსანდრე დელ პიერო გახდა. ეს არჩევანი გულშემატკვირებმა გააკეთეს, თუმცა 6 კონტინენტის მაშტაბით საუკეთესო თერთმეტეულს შორის კრიშტიანუ რონალდუც მოხვდა. ცნობილი ფეხბურთელებიდან, ასევე მოხსენიებულნი ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი), ოლივერ გიუროდი (მონტპლეიერი), გუნდოგანი (დორტმუნდი) და კლას იან–ჰუნტელაარი (შალკე 04) არიან.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა "სოსიედადს" 2 გოლი გაუტანა და ჯამში 101 გოლი დაუგროვდა "ლა ლიგაში". ამ ყველაფრის გატანა, მადრიდელთა 7–მა ნომერმა სულ რაღაც 92 მატჩში მოახერხა და შევიდა "რეალის" ისტორიაში, როგორც საუკეთესო. ეს კი მას ნამდვილად ეკუთვნის, რადგან მან პუშკაშის შედეგი გააუმჯბოესა.
Goal.com
- 26 მარტი 2012
- 3 863
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.