შესაშური ისტორიული სტატისტიკა
იმ შემთხვევაში, თუ მადრიდის "რეალმა" კვიპროსში "აპოელი" დაამარცხა, მაშინ ეს საოცრად "თეთრი" გუნდისთვის საიუბილეო და მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნება. დაწვრილებით კი სტატიაში მოგახსენებთ.
"სამეფო" კლუბს ამ დროისთვის ევრო ტურნირებზე 199 გამარჯვება აქვს დაგორვებული და შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ ერთი დარჩა საიუბილეო ნიშნულამდე. კვიპროსელების დამარცხების შემთხვევაში, ეს იქნება "მერენგთა" მე–200 და ძალიან საამაყო გამარჯვება.
"თეთრები" 57 წელია, რაც საერთაშორისო ევრო ტურნირებზე გამოდიან და აქედან მათ ყველაზე მეტჯერ იმარჯვეს. პირველად მათ 1955 წელს შვეიცარიის გუნდ, "სერვეტს" 0–2 სძლიეს. შემდეგ და შემდეგ "ლოს ბლანკოსი" ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო, რაზეც მათი მოპოვებული ტიტულებიც ნათლად მეტყველებს.
ამ მხრივ მეორე ადგილზე "ბაიერნიეა", რომელსაც 141 გამარჯვება აქვს არქივში, მესამეზე "ბარსელონა" 133 მოგებით, ხოლო შემდეგ მანჩესტერ "იუნაიტედი" 132 აღნიშნული მოგებით. ხუთეულის ბოლო პოზიციაზე განწესილია "მილანი" (119).
Realmadrid.com
- 26 მარტი 2012
- 2 221
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.