ისტორიული ბრძოლა ბომბარდირობისათვის
ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტური დარჩა, ჩემპიონის ვინაობა კი ჯერ-ჯერობით უცნობია, რა თქმა უნდა მადრიდის რეალს აქვს 6 ქულიანი ჰანდიკაპი, თუმცა კატალონიელები იმედს არ კარგავენ და აგრძელებენ დევნას. ამასთან ერთად საინტერესოა ვინ მიიღებს პიჩიჩის ტიტულს, კრიშტიანო რონალდო თუ ლიონელ მესი?
ორივე ფეხბურთელის ანგარიშზე ამჟამად 35-35 გოლი არის და ისინი გასულ სეზონში რონალდოს მიერ დამყარებული რეკორდის გაუმჯობესებას აპირებენ. შესაძლოა ეს რეკორდი ორივემ დაამხოს, თუმცა პიჩიჩი ის გახდება, რომელიც უფრო მეტ გოლს გაიტანს.
მესიმ 35 გოლს 29 მატჩში მოუყარა თავი, აქედან 29 ფეხით შეაგდი, 1 თავით, 2 ჯარიმით და 3 პენალტით. მადრიდელთა შვიდიანმა კი კონკურენტის მსგავსად იგივე რაოდენოის გოლებს, იგივე რაოდენობის მატჩში მოუყარა თავით. 21 მან ფეხით გაიტანა, 4 თავით და 10 თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან.
- 26 მარტი 2012
- 3 829
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.