უგო სანჩესის ეპოქა
მდუღარე სისხლი , ცივი გონება. ცხოვრებაშიც და ფეხბურთშიც. ყველას არ შეუძლია იპოვოს ეს ბალანსი . უგოს ყოველთვის შეეძლო მოწინაამღდეგეს წყობილებიდან გამოყვანა , ეს იყო სრულიად ცივსისხლიანი ადამიანი , როცა საჭირო იყო გადამწყვეტი გოლის გატანა .
უგო სანჩეს მარკესი- რეალ მადრიდი [ 1985-1992]
"ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი იმაში მდგომარეობს , რომ მე ვარ გამარჯვებული . ეს კი ბევრ ადამიანს არ მოსწონს , იმიტომ რომ მათ შურთ ჩემი"
მისი ნაკრები , რომელშიც მან დაიწყო მოღვაწეობა 17 წლის ასაკში , არასდროს არ გამხდარა მსოფლიო ჩემპიონი და არც არასდროს ყოფილა ამასთან ახლოც კი. მას შეეძლო თავის წარმოჩენა მსოფლიოსათვის მხოლოდ საკლუბო კარიერით , ეს კი მას ესმოდა . სადღაც მან უღალატა "ატლეტიკოს" როცა გადავიდა სამეფო კლუბში, რათა გამხდარიყო ვარსკვლავი უდიდესი კლუბისა . " იყავი საუკეთესო" - იყო მისი დევიზი ბავშობიდან , მას უნდოდა ყოფილიყო საუკეთესო და გახდა კიდეც .
ის ესპანეთში ჩამოვიდა "შავი ხვრელის" საშუალებით . სანჩესი არ იყო ცნობილი იმ დროისთვის უბრალოდ ყველამ იცოდა, რომ მექსიკაში გაჰქონდა გოლები( თითქმის 100 გოლი 5 წელში "პუმას"-ში). ძალიან ცოტა მოიძებდნებოდა ისეთი ადამიანი იმ დროისთვის ვისაც სჯეროდა ამ ტრანსფერის , რომელიც განახორციელა " ატლეტიკოს" პრეზიდენტმა , თვლიდნენ რომ ეს იყო შეცდომა , რადგან მექსიკელი უკვე 22 წლის იყო და ის ძალიან დაბალი იყო იმისათვის რომ ეთამაშა ცენტრალურ თავმდამსხმელად. მექსიკაშიც კი ყოყმანობდნენ და არ სჯეროდათ მისი წარმატების ესპანურ ფეხბურთში.
მისი პირველი სეზონი "ატლეტიკო" მადრიდში , იყო ძალიან მძიმე , მაგრამ უგო არ იყო ის ადამიანი, რომელიც ასე მალე შემოაგდებდა რინგზე "თეთრ პირსახოცს" და ფარხმალს არ ყრიდა. დაიწყო ბრწყინვალედ - 10 მატჩში 8 გოლი , მაგრამ ამ მაჩვენებლზევე შეჩერდა იმ ლა ლიგის სეზონში. შემდეგი სეზონი კი მან დაიწყო უკვე ძირითადი ფეხბურთელის სტატუსით და გაიტანა 15 გოლი . ყველაზე წარმატებული სეზონი კი გამოდგა მისთვის "ატლეტიკოში" ბოლო სეზონი - 19 ბურთი , პიჩიჩი ,მეომე ადგილი პრიმერა დივიზიონში და პირველი თასი უგოსი ესპანეთში - კოპა დელ რეი ( 2-1 ფინალში ბილბაოს "ატლეტიკის" წინაამღდეგ) შემდეგი კი იყო ესპანეთის სუპერთასი. მთლიანობაში მან "ატლეტიკოს" შემადგენლობაში გაიტანა 54 გოლი ლა ლიგაში.
იმ მომენტისთვის უგოს შესაძლებლობებს ეჭვის თვალით უკვე აღარავინ უყურებდა . მის პრეზენტაციაზე 1985 წელს მივიდა 50. 000 კაცი . ბლანკოსის პრეზიდენტმა რამონ მენდოსამ იმ დროისთვის გაიფორმა მასედა,გორდილიო და უგო სანჩესი, რომელთაც შეარქვეს La Quinta de los Machos.
თუმცაღა ამ ჯგუფმა ვერ შეძლო ისეთი პოპულარობის მოპოვება , როგორიც La Quinta del Buitre-მა. ბევრის აზრით სანჩესი იყო ბრწყინვალე დანამატი ბუგრაგენიოს ხუთეულისა, ისინი ამარაგებდნენ მას გადაცემებით უგო კი იტანდა და იტანდა ... მან გაიტანა 38 გოლი ლა ლიგის ერთ სეზონში , ისევე როგორც ტელმო სარამ. " 30 % თავის გოლებისა უგომ გაიტანა ჩემი გადაცემებით იმ სეზონში " განაცხადა მიჩელმა.
მადრიდისტებმაც არ შეაყოვნეს და მიიღეს ის თავის რიგებში, თუმცაღა გულშემატკივრებს გაუჩნდათ უნდობლობის და შეშფოთების გრძნობა , როდესაც ბელგრადის " Crveno Zvezda" წინაამღდეგ ჩატარებულ მატჩის შემდგომ მან განაცხადა რომ ტოვებს გუნდს ." მე მივდივარ , ჩემი დრო მარდრიდში დამთავრდა. მე მაქვს შემოთავაზება "ინტერისგან" და "ბარსელონასგან" , განაცხადა მაშინ მექსიკელმა.
ამ პროვოკაციამ კი იმოქმედა მენდოსაზე და თავის ბომბარდირს გაუზარდა ანაზღაურება, მაგრამ ამან ვერ შეძლო ურთიერთობის გამოსწორება ვეტერანებთან,ალბათ პირიქითაც გაუარესა . " კამაჩო , გალეგო , ხუანიტო და მე , ჩვენ ვიყავით გუნდის კაპიტნები და ვუთხარით მას , რომ არ იყო მისი განაცხადი სწორი საქციელი", მან თქვა ეს იმ მომენტში , როდესაც ჩვენ ვიბრძოდით ესპანეთში ჩემპიონობისთვის და ჩემპიონთა ლიგაზე , განაცხადა სანტილიანამ.
" ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური უცხოელი კლუბის ისტორიაში , მისი ციფრები ძნელი წარმოსადგენია ,უფრო ძნელი კი მისი რეკორდის დამხობაა" დაამთავრა კარლოს სანტილიანამ ( ეს იქამდე ითქვა სანამ რონალდუ მოხსნიდა მის რეკორდს და გაიტანდა 40 გოლს).
მარტინ ვასკესი იყო ფეხბურთელი ,რომელიც ყველაზე კარგათ ეწყობოდა მოედანზე მექსიკელს." ჩვენ ვდგამდით სპექტაკლს გასვლებზე. ბოლოს ეს ყველაფერი ცხოვრებაშიც გადაიზარდა დაიწყო ჩვენი მეგობრობა. მოედანზე ვთამაშობდით წყვილში , მიჩელი და ბუტრაგენიო , მე და უგო . ის იყო ძალიან ცივსისხლიანი და იცოდა სიტუაციის განსაღვრა. როცა მან თქვა რომ მიდის კლუბიდან , ალბათ მან ამ ხერხით მოითხოვა ანაზღაურების გაზრდა და ეს სავსებით ნორმალური იყო . ადრე არ იყვნენ აგენტები და ფეხბურთელები მრავალწლიან კონტრაქტს აწერდნენ ხელს".
მისი სავიზიტო ბარათი , იყო გოლების აღნიშვნა , აკრობატული ნომრები , როგორც დამატებითი ესთეტიკა მისი გოლებისა. უგო ყოველთვის იყო პოპურალური და ქონდა ბიზნესმენის თვისებებიც - თავის მანქანაში ის ინახავდა თავისივე სურათებს , რათა დაერიგებინა ის გულშემატკივრებისთვის თავისივე ავტოგრაფით. მათ კი ამის გარეშეც უყვარდათ სანჩესი.
"რეალ მადრიდში" მოღვაწეობის ჟამს მან მოიგო , 5-ჯერ ზედიზედ ესპანეთის ჩემპიონატი , 1 უეფას თასი ,1 ესპანეთის თასი , 3 -ჯერ ესპანეთის სუპერთასი და 4- ჯერ გახდა პიჩიჩის მფლობელი.
29 მაის 1997 წლის შედგა მისი გაცილება "სანტიაგო ბერნაბეუზე", რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მისი პარტნიორები , რომელთა გვერდით თამაშობდა 7 წლის მანძილზე ბლანკოსში- მიჩელი , ბუიო, ჩენდო ,მანოლო სანჩისი . აქვე მან განაცხადა ფეხბურთიდან მისი წასვლის შესახებ, მის ბოლო მატჩში მან ჩაიცვა ზუსტად თეთრი ფორმა და არ ინება ამის შემდგომ სხვა გუნდის ფორმის მორგება. ასე დაემშვიდობა სანჩესი ფეხბურთს , "რეალს" და გულშემატკივარს... " მე მივდივარ ძალიან კმაყოფილი , იმიტომ რომ მე ვხედავ ხალხს ვუყვარვარ და ვახსოვარ ძველებურად . არასდროს არ დავივიწყებ მათ "
ის ოცნებობს და სჯერა რომ ოდესღაც მიეცემა შანსი "ბლანკოსის" გაწვრთნისა.
- 26 მარტი 2012
- 5 120
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.