პიპიტა : "სამეფო კლუბი ლა ლიგაზე აღარ ფიქრობს"
გონსალო იგუაინმა, ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "სოსიედადთან" გუნდმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ლა ლიგა დროებით გვერდზე უნდა გადაიდოს და მთელმა კოლექტივმა ჩემპიონთა ლიგაზე იფიქროს...
"შემთხვევით არასდროს არავინ მოხვედრილა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/4 ფინალში, აპოელი ანგრიშგასაწევი გუნდია და ეს მათ უკვე დაამტკიცეს, როდესაც ჩემპიონატს ფრანგული "ლიონი" გამოთიშეს, მართალია ეს პენალტების სერიით მოხდა, მაგრამ იმ ეტაპამდე გუნდმა ბევრი იბრძოლა და ფრანგებს არაფერი დაუთმო."
"თუ მეტოქეს სათანადოდ არ დავაფასებთ, შესაძლოა დამღუპველი შედეგი მივიღოთ, დარწმუნებული ვარ ისინი ბოლომდე დაიხარჯებიან, თანაც გასათვალისწინებელია, რომ მათ ქალაქში ყველა ფეხბურთით ცხოვრობს და გუნდს დიდი მხარდაჭერა ექნება, რაც თავისთავად ბევრს ნიშნავს. როდესაც შენი ქომარი მხურვალედ გიჭერს მხარს, ორმაგად მოტივირებული ხდები."
"ესპანეთის ჩემპიონატში არაფერია დამთავრებული, ჩვენ წინა ტურებში დავკარგეთ ქულები, მაგრამ ბარსელონასთან მაინც დიდი სხვაობა გვაქვს, რომელიც 6 ქულას შეადგენს, მოდუნების უფლება ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ამჯერად ყურადღება მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გავაკეთოთ და აპოელთან ბოლომდე დავიხარჯოთ."
"გუნდს ფინალში გასვლის ბრწყინვალე შანსი აქვს, წლევანდელი "რეალი" შარშანდელთან შედარებით ბევრად უფრო ძლიერია, წინა სეზონში კი ჩვენ 1/2 ფინალში გასვლა მოვახერხეთ, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი იყო, ახლა კი მიზნები გაიზარდა, აუცილებლად უნდა გავიდეთ დასკვნით ეტაპზე და მიუხენში თასი ავწიოთ, ჩვენთვის ყველაზე მეტად პრიორიტეტული სწორედ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა."
"თავს კომფორტულად ვგრძნობ, გუნდში დიდი კონკურენციაა, მაგრამ ეს არასდროს გადაიზრდება დაპირისპირებაში, მე და ბენზემას ერთმანეთთან ბრწყინვალე ურთიერთობა გვაკავშირებს, ჩვენ მეგობრები ვართ და როდესაც მოედანზე ერთად გვიწევს გასვლა, მაქსიმალურად ვფიქრობთ ერთმანეთის დახმარებას და გაგებას."
- 25 მარტი 2012
- 2 823
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.