CR7 ნაცვლად JR28
ბასკებთან დაპირისპირებაში, კიდევ ერთი კანტერანოსის დებიუტი შედგა "რეალის" პირველ გუნდში.
შესაძლოა ხესე როდრიგესის გამოსვლას მთლად დებიუტი ვერ ვუწოდოთ, რამეთუ ახალგაზრდა ფეხბურთელი რამდენიმე თვისწინ "კოპა დელ რეიზე" ირჯებოდა, თუმცა პრიმერა დივიზიონში ასპაზრეობით, აქამდე ნამდვილად არ გამოუჩენია თავი."კასტილიის" ერთ-ერთმა ნიჭიერმა შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუ შეცვალა.ალბათ, ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ "სანტიაგო ბერნაბეუმ" ჯერ დიდი ოვაციებით გააცილა რონი, ხოლო შემდეგ არანაკლები აპლოდისმენტებით მიიღო JR28, რომელიც რონალდუს მსგავდას Luso Nike-ის ბუცებით იყო "აღჭურვილი."
მოურინიოს მადრიდულ ეპოქაში, ხესე რიგით მეცხრე კასტილიელია, რომელმაც მთავარი გუნდის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.აქამდე მსგავსი შანსი: ნაჩო ფერნანდესს, მორატას, ხუან კარლოსს, ხოსელუს, ხესუსს, მეხიასს, ალეხს ფერნანდესსა და ადანსს ჰქონდათ. "მოხარული ვარ, რომ ჩემი დებიუტი ლა ლიგაზე შედგა.თამაში საუკეთესო ქომაგებისა და საუკეთესო ფეხბურთელების თვალწინ მომიწია" - დასძინა შეხვედრის შემდეგ ხესე როდრიგესმა, რომელიც დღეს "კასტილიას" დაეხმარება "ტოლედოსთან" მატჩში.
სასიხარულოა, რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ, საქმეში ვიხილეთ ნური შაჰინი.ამ უკანასკნელს, ლა ლიგის მატჩში, ბოლოს ნოემბერში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა.
- 25 მარტი 2012
- 3 617
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.