ინჩასები კოენტრაუს უსტვენდნენ
რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, "სანტიაგო ბერნაბეუს" მწვანე მინდორზე გამოჩნდა ფაბიუ კოენტრაუ.
პორტუგალიელ მცველ-ნახევამრცველს, ჯერ ტრავმის, ხოლო შემდეგ მოურინიოს სასჯელის გამო უწევდა უქმობა (ალბათ, ყველამ კარგად ნახა, თუ როგორ "უქიშინებდა" ფაბიუ სიგარეტს - ავტ.).შესაძლებელია, კოენტრაუს დისკვალიფიკაცია დიდხანს გაგრძელებულიყო, თუმცა "ვილიარეალთან" განვითარებული მოვლენების გამო, უკვე საჭიროება ითხოვდა მის განაცხადში შეყვანას.
"სოსიედადთან" დაპირისპირებაში, კოენტრაუმ 75-ე წუთზე, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, ბენზემა შეცვალა.აღსანიშნავია, რომ "ბენფიკას" ექს-მოთამაშეს, პირველივე შეხებით შეეძლო ბასკების განადგურებაში საკუთარი წვლილის შეტანა, თუმცა არ გაუმართლა.ნიშანდობლივია, "ბერნაბეუს" პუბლიკის რეაქცია ფაბიუს შემოსვლაზე.ინჩასებმა საკმაოდ ცივად მიიღეს ის და რამდენიმე ეპიზოდში სტვენაც არ დაიშურეს მისი მიმართულებით.მგონი, რთული გამოსაცნობი არარის, თუ რატომ შეხვედნენ ქომაგები ამგვარად ფეხბურთელს.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თამაშის დასრულების შემდეგ, კოენტრაუ მყისვე გაეშურა გასახდელისაკენ.იმედია, "სოსიედადთან" მიღებული ცივი შხაპის შემდეგ, ფაბიუ კოენტრაუ შეეშვება იმგვარ მავნე ჩვევებს, რომელიც ნამდვილად არ უნდა ახასიათებდეს ფეხბურთელს.
- 25 მარტი 2012
- 3 441
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.