აგვისტოში კუნი თეთრ ფორმას მოირგებს
ესპანური პრესა აჭრელებულია სათაურებით, სადაც კუნ აგუეროს მადრიდის რეალში გადმობარგებას უწინასწარმეტყველებენ. მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიო რეალის მწვრთნელია, გუნდი წინა-სასეზონო შეკრებაზე აშშ-ში მიდის. შესაბამისად უკვე დაიგეგმა მომდევნო ტური შტატებში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეალი და სიტი 5 აგვისტოს ბოსტონში ერთმანეთს.
სწორედ აქ ვარაუდობენ კუნ აგუეროსთან და დავიდ სილვასთან კონტრაქტის გაფორმებას ესპანელი ჟურნალისტები. ეს ორი ფეხბურთელი მადრიდის რეალის მთავარი სამიზნე იქნება სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდანვე. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ჟურნალისტები ყოველ დღე უფრო აქტიურად უკავშირებენ კუნის სახელს მადრიდის რეალს.
- 25 მარტი 2012
- 2 966
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.