მადრიდის "რეალი" – "სოსიედადი" [პრევიუ II]
წარმოგიდგენთ ოფიციალური საიტის მიერ მომზადებულ პრევიუს, რომელიც მადრიდის "რეალისა" და "რეალ სოსიედადის" შორის გასამართ მატჩს ეძღვნება. ორი აზრი არ არსებობს, რომ "სამეფო" კლუბი ამ შეხვერდაში პირველ ნორმად ითამაშებს და შეეცდება რამდენიმე გოლის გატანას, თუმცა "სოსიედადს" ამ ეტაპზე ქულები ჰაერივით ესაჭიროება.
"მერენგებმა" უკანასკნელი 2 თამაში ვერ მოიგეს, რაც არაერთ მიზეზთანაა დაკავშირებული, თუმცა რასაკვირველია, ჟოზე მოურინიოს გუნდი დღეს მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულის მოპოვბისთვის და გულშემატკივრების გახარებისთვის იბრძოლებს.
"თეთრებს" თადარიგში არ ეყოლებათ პეპე, იოზილი და ლასი. პორტუგალიელმა და გერმანელმა წინა ტურში წითელი ბარათები მიიღეს, ხოლო დიარას 5 ყვითელი დაუგროვდა და ამის თანახმად, ის ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. უკვე შევეჩვიეთ იმას, რომ კლუბს ვერ ეხმარებიან ანხელ დი მარია და უმეტესწილად რიკარდო კარვალიოც. ტრავმის გამო, განაცხადს მიღმა ხოსე კალეხონიც დარჩა. ნიშანდობლივია, რომ შანსი მიეცათ ტომას მეხიასსა და ხესეს.
დედაქალაქელები ამ დროისთვის ცხრილს ერთპიროვნულად და დამაჯერებლად ლიდერობენ. ყველაზე ახლოს მდებარე გუნდს კი 6 ქულით უსწრებენ. "სოსიედადი" კი მე–14 პოზიციაზეა და ადგილის შენარჩუნებას ცდილობს "პრიემრა დივიზიონში". აღნიშვნას ისიც ექვემდებარება, რომ ამ გუნდებს შორის სხვაობა მადრიდელთა სასარგებლოდ 39 ქულაა.
"ლა ლიგის" მაშტაბით, ხსენებული კლუბები ერთმანეთს 64–ჯერ შეხვდნენ, საიდანაც "რეალმა" 45 მატჩი მოიგო, 15 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 3 წააგო.
Realmadrid.com
- 24 მარტი 2012
- 1 624
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.