რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
გამომცემლობა EUROSPORT-ის ცნობით, მადრიდის რეალმა ვან პერსის შესაძენად 25 მლნ ფუნტი გადადო. ამ ინფორმაციას ადასტურებს ბრიტანული Daily Express-იც.
მეთოფეთა კაპიტანმა და ლიდერმა შესანიშნავი ფორმა აკრიფა, ამას დავუმატოთ ის ფაქტიც, რომ მიმდინარე სეზონში ვან პერსის ტრავმა არ მიუღია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჰოლანდიელმა გოლეადორმა გადალახა ფიზიკურ მომზადებასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ ყველაფერმა კი მსოფლიოს უმდიდრესი კლუბის, მადრიდის რეალის ყურადღება მიიპყრო და სერიოზულად აქვს განზრახული ფეხბურთელის შეძნა.
ვან პერსიმ უკვე განაცხადა, რომ ჯერ არ აპირებს არსენალთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკების დაწყებას, მისი განცხადებით სეზონის ბოლომდე, მას არ სურს საუბარი იმაზე დარჩება თუ არა ლონდონურ კლუბში.
Daily Express-ის განცხადებით არსენალი რვპ-ს კვირაში 150 000 ფუნტიან კონტრაქტს სთავაზობს, ამას დამატებული 5 მილიონი ე.წ. loyal ბონუსი. ხოლო მადრიდის რეალი მზად არის ფეხბურთელს კვირაში 200 000 ფუნტი გადაუხადოს და ამას დამატებული იგივე ოდენობის პრემია. რა თქმა უნდა ფინანსებში სამეფო კლუბისა და მეთოფეების შედარებას აზრი არ აქვს, ამიტომ შსაძლოა ვან პერსი სწორედ ესპანური გრანდისაკენ გადაიხაროს.
ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გახმაურდა, რომ რეალი გამოეთიშა ბრძოლას ნეიმარისათვის. ბრაზილიელი ტალანტი ბარსელონასთან უფრო ახლოს არის ვიდრე მადრიდის რეალთან, თეთრები კი ამ დანაკლისს ვან პერსის შეძენით აპირებენ, რომლის სახელსაც ასევე უკავშირედნენ კატალონიურ კლუბს.
სამეფო კლუბში აგრეთვე განიხილავენ სერხიო აგუეროს ტრანსფერსაც, თუმცა არგენტინელი თავდამსხმელის შეძნა გაცილებით ძნელი იქნება, რადგან მანჩესტერ სიტისათვის ფეხბურთელის წართმევა დღეს ფაქტიურად წარმოუდგენელია.
- 24 მარტი 2012
- 3 314
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.