გაუნათლებელი რომერო
ესპანური პრესის ფურცლებზე, პარადას რომეროს კიდევ ერთი შეცდომის შესახებ დაიწყეს საუბარი.
"ვილიარეალი" - "რეალის" შეხვედრის გარჩევის შედეგად, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ 83-ე წუთზე, პარადას რომერომ მადრიდის კარის მიმართულებით დანიშნა თავისუფალი დარტყმა, ანუ მარკუს სენას კასილიასის კარში პირდაპირ ბურთის გაშვება არ შეეძლო.თავისუფალი დარტყმის დანიშვნას, მოწმობს არბიტრის პოზიცია, რომელსაც სენას დარტყმის დროს მარცხენა ხელი აწეული აქვს (წესების თანახმად, არაპირდაპირი დარტყმის დროს, მსაჯს მსგავს პოზიციაში აქვს ხელი და ინარჩუნებს იქამდე, სანამ სხვა ფეხბურთელი არ შეეხება ბურთს, ხოლო რაც შეეხება პირდაპირ დარტყმას, ხელის აწევა საჭირო არ არის, გამომდინარე იქედან, რომ არბიტრს სასტვენი გააჩნია).
შესაბამისად, ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება, თუ რა დონის "პროფესიონალთან" გვაქვს საქმე.საფეხბურთო წესების მიხედვით, ბრაზილიელ-ესპანელი სენას გოლი "ბლანკოსის" კარში, არ უნდა ჩათვლილიყო, გამომდინარე იქედან, რომ მსაჯმა კასილიასის კარში არაპირდაპირი საჯარიმო დარტყმა დანიშნა.
გთავაზობთ, აღნიშნულ საფეხბურთო წესს, რომელიც "ფიფა.ქომ"-დან იქნა ამოღებული:
Indirect free kick
Signal
The referee indicates an indirect free kick by raising his arm above his head. He maintains his arm in that position until the kick has been taken and the ball has touched another player or goes out of play.
Ball enters the goal
A goal can be scored only if the ball subsequently touches another player before it enters the goal:
if an indirect free kick is kicked directly into the opponents' goal, a goal kick is awarded
if an indirect free kick is kicked directly into the team's own goal, a corner kick is awarded to the opposing team
იმედია, რომერო ამ ვიდეოს ნახავს :)
იმედია, შესაბამისი კომიტეტი განიხილავს აღნიშნულ ეპიზოდს.
- 23 მარტი 2012
- 7 202
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.