ფედერაციამ განრიგი გამოაქვეყნა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კალენდარი გამოაქვეყნა, სადაც მადრიდის "რეალის" მომდევნო შეხვედრების განრიგია ასახული.

ჟოზე მოურინიოს შეგირდები ლა ლიგის 31 ტურში, ოსასუნას დაუპირისპირდებიან პამპლონაში. შეხვედრა 31 მარტს 22:00 საათზე გაიმართება.

მომდევნო შეხვედრა "ბლანკოსის" შეგირდებს "ვალენსიასთან" ექნებათ, ამჯერად ისინი საშინაო არენაზე ეცდებიან "ღამურებთან" ურთიერთობის გარკვევას. მატჩი სტარტს 8 აპრილს, 23:30 საათზე აიღებს.

33-ე ტურში დედაქალაქელები თანაქალაქელ მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდებიან, ამჯერად მათ სტუმრის სტატუსი ექნებათ. შეხვედრა ვისენტე კალდერონზე, 11 აპრილს, 00:00 საათზე შედგება.

34-ე ტურის მატჩს გუნდი ხიხონის სპორტინგის წინააღმდეგ საშინაო არენაზე გამართავს. შეხვედრა 14 აპრილით არის დათარიღებული, დაწყების დროთ კი 22:00 საათი დადგინდა.

ფედერაციამ განრიგი გამოაქვეყნა

  • Hala
  • 23 მარტი 2012
  • 3 094
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ფერანი 2
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (33)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)