”Real Madrid Resort Island”-ის პრეზენტაცია
ფლორენტინო პერესი
”როცა ”მადრიდის რეალის” დასასვენებელი კუნძჲლი გაიხსნება, ვიზიტორებს შესაძლებლობა მიეცემათ გახდნენ ამ ლეგენდარული კლუბის შემადგენელი ნაწილები. კლუბისა, რომელიც მაღალი მიზნებისკენ ისწრაფვის და ცდილობს ყველაფრით გამორჩეული და უნივერსალური იყოს. ჩვენ ვცდილობთ საკუთარი სახელი და პოტენციალი გავიტანოთ უნიკალურ, სტრატეგიული დანიშნულების ადგილას. პროექტი, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვაპირებთ, სულ რაღაც 4 საათის საფრენ მანძილზე იქნება 2,000 მილიონი ადამიანისთვის.”
”კიდევ ერთხელ, ”სანტიაგო ბენაბეუს” სტადიონი გვევლინება ამ პროექტის საწყის წერტილად. მსოფლიოს სპორტი და ”მადრიდის რეალი” კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ ფეხბურთშ საზღვრები არ აქვს და რომ ფეხბურთი არის ფანტასტიკური რამ, რომელიც სხვადასხვა წარმომავლობისა და კულტურის ადამიანებს აერთიანებთ. გუნდის გულშემატკივრები, აი ის ხალხი, ვინც ჩვენ მოტივაციას გვმატებს და გვაიძულებს, რომ ყოველდღე მუხლჩაუხრელად ვიმუშაოთ.”
””მადრიდის რეალის” დასასვენებელი კუნძული იქნება სპორტისა და დასვენების შერწყმა. ეს იქნება უმაღლესი კლასის სპორტულ ტურისტული კომლპექსი, რომელიც 50 ჰექტარზე განთავსდება, სადაც ტურიზმი და სპორტი მილინობით ადამიანს გააერთიანებს.”
”ეს არის აუცილებელი და სტრატეგიულად ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს და გაამყარებს ამ ინსტიტუტის სახელს შუა აღმოსავლეთში და აზიაში, ძალზედ მნიშვნელოვან რეგიონში, სადაც ამ კლუბისადმი სიყვარული ძალზედ დიდია. ჩვენი კაპიტალი იზრდება, ჩვენდამი სიყვარული მატულობს და ”მადრიდის რეალის” ხელმძღვანელობა რას ალ ხაიმის მთავრობასთან ერთად მზადაა ამ ყველაფრის ტრანზიტი მოახდინოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.”
ამ კუნძულზე განთავსდება სპორტული ობიექტები (მათ შორის სტადიონი 10 ათას ადამიანზე), პრემიუმ კლასის ვილები და სასტუმრო, იახტების მისადგომი, ”მადრიდის რეალის” მუზეუმი და ატრაქციონის პარკი.
გთავაზობთ ამ პროექტის საპრეზენტაციო ვიდეოს და თავად განსაჯეთ რაოდენ დიდი, ამბიციური და ყოვლისმომცველი გეგმაა.
ესეც ფოტო მასალა
- 23 მარტი 2012
- 3 202
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.