5 შეცდომა !!!

ძალიან არ მსურდა რამე რომ დამეწერა, მაგრამ სურვილმა მაინც წამძლია...

უკვე 10 წელზე მეტია ფეხბურთს ასე რომ ვთქვათ, ინტენსიურად ვუყურებ. ბევრი რამის მნახველი ვარ, ბევრი უსამართლობის, კურიოზის თუ ასე შემდეგ, მაგრამ პარადეს რომეროს "მსაჯობა" ყველა საზღვარს გასცდა. შორს რომ არ წავიდე, რამდენიმე მაგალითს მოვიყვან ახლო წარსულიდან. იგივე "იუვენტუსი"-"ჩეზენას" მატჩს, როცა შეხვედრის არბიტრმა სრულიად უსაფუძვლოდ დანიშნა თერთმეტმეტრიანი ტურინელთა სასარგებლოდ, მეტიც, მან მეკარეც გააძევა, თან მაშინ, როცა "ჩეზენას" მწვრთნელს სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა. მაგრამ მთავარი ეს არ არის - მეკარე არ შეხებია თავდამსხმელს. მეორე მაგალითსაც მოვიყვან - "ტვენტე"-"შალკეს" პირველ მატჩს ევროპის ლიგის მერვედფინალში. ვინც ამ მატჩს უყურა, დამეთანხმება, რომ უდიდეს უსამართლობას ჰქონდა ადგილი. გელზენკიხელთა კარში დაინიშნა პენალტი, თან როგორი - წესის დარღვევა არ ყოფილა, მცველი არ შეხებია თავდამსხმელს, ორივე მათგანი საჯარიმოს გარეთ იმყოფებოდა - მსაჯმა კი პენალტს წითელი ბარათიც დაუმატა....

ცოტა დიდი გადახვევა მომიწია და ახლა გუშინდელ მატჩს დავუბრუნდები. როგორც ზემოთ ვახსენე, პირადად მე, არასდროს არ მინახავს მსგავსი რამ. რამდენი ყვითელი და წითელი ბარათი ამოიღო რომერომ, ამის თქმა არ შემიძლია, რადგან ყველა უცხოურ ვებ-გვერდზე სხვადასხვა ინფორმაცია დევს, მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ უმეტესი მათგანი "მსაჯმა" მოიგონა.

მატჩის შემდგომ ყველა ფერად ბარათებზე საუბრობდა, მაგრამ ყველას გამოეპარა ერთი ეპიზოდი. რატომღაც იმ მომენტზე ყურადღება არავინ გაამახვილა. საუბარი მაქვს, პირველი ტაიმის ბოლო ეპიზოდზე. ბრუნო კალეხონს ძალზედ უხეშად ეთამაშა, მაგრამ რაა მერე? რომეროს რეაგირება - ნული!!! ანალოგიურ და მეტიც, გაცილებით არაუხეშ დარღვევაზე მან რამოსს წითელი ბარათი უჩვენა. ცნობისთვის, კალეხონმა ტრავმა მიიღო და შესაძლოა მან რამდენიმე კვირა იუქმოს...

5 შეცდომა !!!


პირველი ტაიმის დასასრულს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა. რომერომ პეპე გააფრთხილა. ერთი შეხედვით ამაში განსაკუთრებული არაფერია, რადგან ყველანი მიჩვეულები ვართ პორტუგალიელის ბარათებს, მაგრამ.... პირდასისხლიანებული კლეპერი, რომელსაც მეტოქისგან საკმაოდ მძავრად მოხვდა სახეში ყვითელი ბარათით დასაჩუქრდა და რისთვის ? აა ხო, ისიმულიანტა და ტუჩზე იკბინა, რომ სისხლი წამოსვლოდა. მეტიც, როგორც შემდგომში გაირკვა, რომერომ მატჩის დასრულების შემდეგ პეპეს მეორე ყვითელი უჩვენა, რომელიც შესაბამისად წითლად იქცა...

5 შეცდომა !!!


მატჩის 55-ე წუთზე რომერომ რუბენს ყვითელი ბარათი უჩვენა. წესით ეს მეორე იყო და ამას წითელიც უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ "მსაჯმა" წესები შეცვალა და მას მოედანზე დარჩენის საშუალება მისცა. დიდი ხანი არ გასულა მატჩს დასრულების შემდგომ, მაგრამ ამ თემაზე ძალიან ბევრი აზრი გამოითქვა. სხვადასხვა საიტებზე განსხვავებული ინფორმაციები დევს, მაგრამ რად გვინდა სხვისი აზრი, როცა საკუთარი თვალებითაც შესანიშნავად ვხედავთ რა მოხდა. 19-ე წუთზე რომერომ ყვითელი ბარათი უჩვენა რუბენსდა არა სხვას. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ სენას უჩვენაო, მაგრამ მგონი მარკუსი ფერადკანიანია და 19-ე წუთზე კანის ფერს ვერ შეიცვლიდა, თან მსაჯიდან იგი დიდი მანძილით იყო დაშორებული. იყო მეორე მოსაზრებაც, კანს მისცაო, მაგრამ როგორ მისცემდა მას, როცა რომერო რუბენის წინ იდგა, მას უყურებდა და არა კანს!!!

5 შეცდომა !!!


მთავარი მოვლენები 85-ე წუთიდან დაიწყო. მსაჯმა მოედნიდან ჯერ სერხიო რამოსი, ხოლო შემდგომ მესუთ ოზილი გააძევა და რისთვის? კიდევ მოვიშველიებ კალეხონის ეპიზოდს. რით იყო ნაკლები ის მომენტი რამოსის უხეშობაზე ? თუ კარგად დააკვირდებით სერხიო ეპიზოდს, კარგად ნახავთ, რომ ნილმარმა უდიდესი მსახიობური ნიჭი გამოავლინა. ამით იმას არ ვამბობ, რომ ჯარიმა არ ყოფილა, მაგრამ რაც ბრაზილიელმა გააკეთა თვით ალვეშაც შეშურდებიდა. შემდგომ კი ოზილის წითელიც და რისთვის? აჰა მან ხომ ირონიულად გაიღიმა და "მსაჯი" აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. ყველაფერ "სიკეთესთან" ერთად ესეც საწითლო ეპიზოდი ყოფილა ფეხბურთში.



საიტზე, სადაც ამ 5 შეცდომაზე იყო გამახვილებული ყურადღება, მეხუთე "ვილეარეალის" გოლის ეპიზოდი გახლდათ. ალბათ ერთადერთი ეპიზოდი ამ ხუთიდან, რომელზეც შედავება შეიძლება. თუ კარგად დააკვირდებით, ალტინტოპი ბურთზე წავიდა და შესაბამისად პირველად ბურთსაც შეეხო, მაგრამ "ვილეარეალის" ფეხბურთელმა ბრწყინვალედ გააფორმა, კარგი ბრუნიც გააკეთა ჰაერში, ისეთი, რომ ტანმოვარჯიშესაც შეშურდებოდა და შესაბამისად რომერო რის რომეროა, რომ ეს არ "დაენახა"...



მიუხედავად ამისა, ჩვენ "რეალის" გულშემატკივრები ვართ და მიანც ბოლომდე უნდა ვუქომაგოთ ჩვენს საყვარელ კლუბს. სხვაობა 6 ქულაა, რაც მაინც დიდი ჰანდიკამპია. ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის - Hala Madrid!!!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)