ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა
რამდენიმე კვირის წინ ყველას ეგონა, რომ მადრიდის "რეალი" უპირობოდ მოიგებდა "ლა ლიგას", მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან მთლად ასე მარტივად არაა საქმე. კატალონიის "ბარსელონას" და "სამეფო" კლუბს "ელ კლასიკომდე" 5–5 თამაშის გამართვა მოუწევთ, თუმცა "ბლაუგნარას" მეტოქე გუნდები ბევრად სუსტები არიან, ვიდრე "ბლანკოსის".
ამ დროისთვის მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" შორის სხვაობა მადრიდელთა სასარგებლოდ 6 ქულაა. ცხადია, ეს პატარა ჰანდიკაპი არ არის, თუმცა კატალონიელებს შეუძლიათ მისი აღმოფხვრა, რადგან მათი სამომავლო მატჩების განრიგი ძალიან იოლია. "კლასიკომდე" ორივე გუნდს 5–5 შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი. წარმოგიდგენთ, "მერენგთა" და "ბლაუგნარას" კალენდარს.
აქედან გამომდინარე, "თეთრებისთვის" სუსტ და უძლურ მეტოქედ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ და მხოლოდ "რეალ სოსიედადი". დანარჩენი ყველა გუნდი ძლიერია და ყოველთვის იბრძვის. რასაკვირველია, ყველაზე ძლევამოსილ მოწინააღმდეგეებად "ვალენსია" და "ატლეტიკო" ითვლებიან. "ლურჯ–ბროწეულისფრებისთვის" კი ღირსეულ მეტოქედ "ატლეტიკო" შეიძლება წარმოვიდგინოთ. იმ შემთხვევაში, თუ ჟოზე მოურინიოს გუნდმა ერთი შეხვედრა მაინც წააგო ან ფრედ ითამაშა, მაშინ ყველაფერი თავიდან დაიწყება, ვინაიდან მათ "კამპ ნოუზე" მოუწევთ თამაში.
Goal.com
- 22 მარტი 2012
- 5 388
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.