ქურდი გასაქურდად დაბრუნდა

დიახ, გუშინვე მინდოდა დაწერა რამის, მაგრამ ძალიან ცხელ გულზე ნათქვამი რომ არ გამომსვლოდა თავი შევიკავე. თავს ვიკავებდი აქამდეც, მაგრამ, მაგრამ მერე ვნახე მარკა-ზე სიანტერესო სტატია და აჰა ისიც.

არა რუი ფარია, არა ჟოზე მოურინიო, არა მესუთ იოზილი, არა სერხიო რამოსი, სავარაუდოდ (90%-ს თუ ვარაუდი ქვია) არა პეპე, არა ლასანა დიარა... ნუ გაგიფართოვდათ თვალები, ეს ის დანაკლისია, რომელიც რომერომ ”თეთრებს” მოპარა...

როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიოს ახალი მტერი გამოუჩნდა: რომეროს სახით. შტარკის, ბუსაკას გვერდით რომერო საპატიო ადგილს დაიკავებს ჟოზეს მტრებს შორის. ის იყო პირველი მწვრთნელი, რომელმაც მოურინიო მოედნიდან გააძევა მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ”მადრიდის რეალს” ჩაუდგა სათავეში. ის ასევე ჯერჯერობით არის უკანსკნელი, რომელიც პორტუგალიელს ანალოგიურ რამეს უშვება.

2010 წლის 10 ნოემბერს, სამეფო თასის განმეორებით შეხვედრაში , სადაც ერთმანეთს ”მადრიდის რეალი” და ”მურსია” უპირისპირდებოდნენ, რომერო ადგა და პორტუგალიელი მწვრთნელი პროვოკაციული ქმედებების გამო მოედნიდან გააძევა. იმ დროს ანდალუსიელი მსაჯი ამითაც არ დაკმაყოფილდა და პორტუგალიელს გასვლის წინ ზედ მიაძახა:

”ჯანდაბამდე გზა გქონია”


”ელ მადრიგალზე” მოვლენები ანალოგირად განვითარდა, მაგრამ უფრო დაძაბული სცენით. მას შემდეგ, რაც ამ ”მსაჯმა” მოედნიდან ჯერ იყო და ორი ყვითელის გამო არ გააძევა მარკო რუბენი, მერე ამას დაამატა ის, რომ დანიშნა სრულიად უსაფუძვლო საჯარიმო, მოედნიდან მიაბრძანა რუი ფარია, ზედ სერხიო რამოსი მიაყოლა და მესუთ იოზილიც გაუყენა თანაგუნდელის გზას, მაინც დარჩა უკმაყოფილების გრძნობა და ვინ თუ არა ჟოზე მოურინიო გაუყენა გასახდელის გზას.

აქედან გამომდინარე , ”მადრიდის რეალს” მომდევნო შეხვედრაში ”რეალ სოსეიდადის” წინააღმდეგ აიტორ კარანკა გაიყვანს მოედანზე.... ”თეთრები” რამოსის, იოზილის, პეპეს, დიარას გარეშე იქნებიან... და რა თქმა უნდა, რუი ფარია და ჟოზე მოურინიოც გამოაკლდებათ.

როცა ფეხბურთელები მოედნიდან გადიოდნენ, პეპემ ”მსაჯს” ტკბილი სიტყვები უთხრა, რომელიც ასე ჟღერდა:

”გაეთრიე შე ძაღლიშვილო”


ეს რა თქმა უნდა, არ გამოეპარა ”ყველაფრის მხედველ და ყველაფრის მსმენელ” ”მსაჯს” და მანაც შესაბამისი ჩანაწერი გააკეთა.

და ბოლოს...

ყურადღება, ყურადღება , იძებნება ქურდი ვირთა, დააკვირდით სურათს და თუ სადმე გადააწყდით აცნობეთ ესპანეთის მსაჯთა კომიტეტს (თუ ასეთი რამ საერთოდ არსებობს), რომლებიც რა თქმა უნდა, მას გაუფრთხილდებიან და ინკუბატორში, როგორც უპატრონოს გემრიელად გაზრდიან, რაღა უნდა გაიზარდოს , მაგრამ მაინც... ამავდროულად იცოდეთ, ვირთხები მავნებლები და ჯანმრთელობისთვის სახიფათონი არიან...


ქურდი გასაქურდად დაბრუნდა

  • shvela
  • 22 მარტი 2012
  • 6 186
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)