ქაოსი, ქაოსი, ქაოსი
მაშასადამე, სამეფო კლუბის შევხედრა პრიმერა დივიზიონის 28-ე ტურში, დიდი სკანდალით დამთავრდა.
მოურინიოს შეგირდებმა კვლავ ვერ შეძლეს თამაშის მოგება."თეთრებმა" მხოლოდ 1 ქულა წამოიღეს "ელ მადრიგალიდან."შეხვედრის დასრულებიდან უკვე კარგა ხანი გავედა და ვეცდები, რომ ცივ გულზე გავაანალიზო მომხდარი მოვლენები.
დავიწყებ იქედან, რომ თამაშის მე-20 წუთზე, როდესაც "ყვითლებმა" კუთხური მოაწოდეს, მსაჯმა შელაპარაკების გამო, გაფრთხილება უჩვენა რუბენს.ბუნებრივია, ამ უკანასკნელის ყვითელი მე არ მომიგონია.ტრანსლიაციის რეჟისორებმა, დეტალურად დაგვანახეს ეპიზოდი, სადაც პარადასმა ბარათი აუფრიალა თავდამსხმელს.ამასთანავე, ეკრანებზე გამოჩნდა ტიტრი, რომელიც რუბენის ყვითელის შესახებ გვაწვდიდა ინფორმაციას.
თუ დავეყრდნობით ასევე ტრანსლიაციის რეჟისორებს, თამაშის 55-ე წუთზე, მოედანი უნდა დაეტოვებინა ამავე რუბენს, რომელიც შეტევაში დაჯარიმდა და შესაბამისად, ყვთელიც მიიღო.რასაკვირველია, გაჩნდა შეკითხვა, თუ რატომ არ გააძევეს მწვანე მინდორიდან ფეხბურთელი, რომელსაც 2 გაფრთხილება დაუგროვდა?
მატჩის შემდეგ სხვადასხვა საფეხბურთო გამოცემების საიტებზე, სხვადასხვა ინფორმაციები გაჩნდა."მარკა" გვეუბნები, რომ პირველ შემთხვევაში მსაჯმა არა რუბენი, არამედ ნილმარი გააფრთხილა, ხოლო "რეალმადრიდ.ქომ" გვაუწყებს, რომ კანიმ მიიღო გაფრთხილება.აქედან გამომდინარე, როგორც რიგით ქომაგს მიჩნდება კითხვა, ვის დავუჯერო? თუ გაფრთხილებული იქნა კანი, რეპორტაჟის დროს რატომ არ გამოსწორდა შეცდომა, ან თუმცა გაფრთხილებული იქნა ნილმარი, რატომ არ გამოასწორეს შეცდომა? ნამდვილად არვიცი, ვის დავუჯერო.ფაქტია, რომ ჩემმა, ისევე როგორც თქვენმა თვალება, ორივი ყვითელი რუბენის მიმართულებით დაინახეს.
შემდეგ, 83 წუთზე დანიშნული ჯარიმა, რომელიც სენამ გოლად აქცია.ალბათ, ვინც არ დაბრმავებულა, დაინახავს, რომ აღნიშნულ ეპიზოდში ალტინტოპმა სუფთად აართვა მეტოქეს ბურთი ვარდნაში, თუმცა მსაჯმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.ეტყობა, "მალაგასთან" პაექრობას უყურა და იქედან გამომდინარე, შეხვედრის მიწურულს, "რეალის" კარში ჯარიმის დანიშვნა ეფექტურად ჩათვალა.
და ბოლოს, იოზილის წითელი ბარათი.როგორც თამაშის შემდეგ გაირკვა, მესუთს რამოსის გაძევების შემდეგ, გაღიმებული სახით დაუკვრია ტაში და ამიტომ დასჯილა.
უბრალოდ, მაინტერესებს, სად არის სამართალი? ეს ახალი ხერხია "რეალის" შეჩერებისა, თუ რა ხდება? უბრალოდ სირცვხილია, მსგავსი დონის მსაჯობა.ალბათ, ფარერებზე არ იკადრებენ არბიტრების იმას, რაც დღეს "ელ მადრიგალზე" მოხდა.
იმედს ვიტოვებ, "რეალი" მორალურად არ გატყდება და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს! ჰალა მადრიდ !!!
- 22 მარტი 2012
- 5 383
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.