გენეტიკური კოდი
”მიესალმეთ ეს კაცი სასწაულებს მოახდენს” - ბობი რობსონი!
ბობი რობსონი სწორედ ის პიროვნებაა ვინაც ყველაფერი მისცა ჟოზეს, რომელმაც საჭმელი აჭამა მას როდესაც შიოდა და ჩააცვა როდესაც სციოდა. მან დაინახა რაღაცა რამაც სერს იმისკენ უბიძგა, რომ მაურინიოს განათლებისთვის ძალზედ დიდი დრო დაეთმო. გენიალური პიროვნება და უდიდესი ტაქტიკოსი ფსონს სწორე მაურინიოზე აკეთებდა - ”მიესალმეთ ეს კაცი სასწაულებს მოახდენს” - ეს სიტყვებიც სწორედს მას ეკუთვნის. ერთ-ერთ შეხვედრაში გამარჯვების შემდგომ ჟურნალისტებმა მიულოცეს და კითხეს თუ რამ განაპირობა მისი გუნდის ასეთი კარგი თამაში და მან მიუგო - ”მე ნურაფერს მეკითხებით მატჩებს მაურინიო იგებს მე უბრალოდ თამაშის ცქერით ვტკბები”.
შეიძლება ითქვას, რომ სერ ბობი რობსონმა ყველაფერი მისცა ჟოზეს იმისთვის, რომ დღეს პირველი ყოფილიყო. თავის მხრივ არც პორტუგალიელი აღმოჩნდა უგულო და მუდამ ახსენებს აწ გარდაცვლილი ბობის სახელს და ღიათ ამბობს, რომ ის მადლიერია. ”მახსოვს საღამოს დამირეკა, მითხრა გული მაწუხებს შვილო და მემგონი ვკვდებიო, მე გამეცინა და ვუთხარ დასალევს მოერიდე და სიგარეტს ნუღარ ეწევითქო. მან თავისებურად ჩაიცინა და რამოდენიმე წუთში გარდაიცვალა.” - ჟოზე მაურინიო.
სერის გარდაცვალების შემდგომ ჟოზე ყურადღებას არ აკლებს რობსონების ოჯახს. ბობის ერთ-ერთი ბიჭი ამბობს, რომ მისტერ ჟოზე მისი ძმაკაცია და ძალიან ეხმარება მას განათლების მიღებაში. ”ის მუდამ ჩემთან არის ვგრძნობ, რომ მეხმარება თითქოს ჩემს ტვინში ზის და ახლა უკვე იქ მუშაობს და აწყობს ახალ მონახაზებს.” - ჟოზე მაურინიო.
სტატია ეძღვნება სერ ბობი რობსონის ხსოვნას.
- 21 მარტი 2012
- 2 846
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.