ნეიმარმა რეალი უარით გაისტუმრა
უკვე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც შეწყდა სპეკულაციები ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა Goal.com-მა შეწყვიტა ეს პაუზა და გაავრცელა საინტერესო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნეიმარმა უარი განაცხადა მადრიდის რეალში გადასვლაზე და ბარსელონას წინადადებას ელოდება.
სამეფო კლუბი ნეიმარის შეძენას 2011 წლის ზაფხულში ცდილობდა, მაშინ ფლორენტინომ ნეიმარს უთხრა, რომ ძირითადში ადგილი გარანტირებული არ ექნებოდა, შესაბამისად ტრანსფერი არ შედგა.
ამით ისარგებლა სანდრო როსელიმ, რომელიც მზად არის შიძინოს ნეიმარი და ახალგაზრდა ბრაზილიელთან საუბრისას განაცხადა, რომ ის კატალონიის დედაქალაქში ისე იგრძნობს თავს, როგორც საკუთარ სახლში.
Goal.Com-მა შემოგვთავაზა სატრანსფერო დეტალები, რომლებიც ჯერაც არ დასრულებულა
* პერესმა ასესხა ფული ნეიმარის აგენტ ვაგნერ რიბერიოს, იმ პირობით, რომ და სილვა რეალში გადავიდოდა.
* შედგა საკონფერენციო საუბარი ნეიმარს, მის აგენტსა და პერესს შორის, თუმცა პერესმა ვერ მოახერხა ვუნდერკინდის გადმობირება.
* ნეიმარმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით ის 2014 წლამდე სანტოსში დარჩება, რიბერიოსთნ კი კავშირი გაწყვიტა.
* სანდრო როსელი ჩაფრინდა ბრაზილიაში და ნეიმარს უთხრა, რომ ის ბარსელონაში თავს ისე იგრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში.
* ბარსელონა მზად არის დაიცადოს 2013 წლამდე. მადრიდის რეალი კი ბრძოლას გამოეთიშა.
- 21 მარტი 2012
- 3 882
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.