მოურინიოს ჩინეთში ეპატიჟებიან

მადრიდის რეალის თავკაცის წასვლის შესახებ მითქმა-მოთქმა გრძელდება. აქამდე "ჭორიკანა" ჟურნალისტები ინგლისში უშვებდნენ, ახლა კი მას ჩინეთის ვიზა ჩაურტყეს და ადგილობრივი გუნდის შენჰუას მწვრთნელად დანიშნეს.

ბრიტანული გამომცემლობა The Sun-ის ინფორმაციით, ჩინური გუნდი შენჰუა, ზაფხულში მოურინიოს ისეთ კონტრაქტს შესთავაზებს, რომელზეც პორტუგალიელი სპეციალისტი უარს ვერ იტყვის.

თუ ჟოზე დათნხმდება აღმოსავლეთ აზიაში გადაბარგებას, მაშინ ის კვირაში 360,000 ევროს მიიღებს და გათავისუფლებული იქნება ყველა სახის გადასახადისაგან, მათ შორის საშემოსავლო საურავისგან. ამ კლუბს დიდი ამბიციები აქვს, იქ უკვე თამაშობს ანელკა. ჩინელები ახლა დიდიე დროგბას, ჯონ ტერისა და ფრანკ ლამპარდის შეძენასაც აპირებენ. როგორც ჩანს ამ კლუბის ხელმძღვანელობას ჩელსის ძველი გვარდიის შეკრება აქვთ დაგეგმილი და მათი მოძღვარი, კვლავ მოურინიო უნდა გახდეს. რამდენად რეალურია ეს ყველაფერი თავად განსაჯეთ.

  • SunSay
  • 21 მარტი 2012
  • 1 685
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)