მოურინიო დი მარიას ჩემპიონთა ლიგისათვის ინახავს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დი მარია მზად არის ვილიარეალთან სათამაშოდ, თუმცა ჟოზე მოურინიო არ გარისკავს და არგენტინელი ფეხბურთელი კვლავ განაცხადს მიღმა დარჩება. ეს ყველაფერი კი იმით არის გამოწვეული, რომ მოურინიოს სურს აპოელთან მატჩისათვის ანხელი 100 %-ით მზად იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის რეალმა მალაგასთან ქულები დაკარგა, მოურინიო არ აპირებს არგენტინელი "ანგელოზის" გამოყვანას "ელ მადრიგალზე", რადგან ფეხბურთელმა ახლახანს დაიწყო ვარჯიში და 100%-ით მზად არ არის.

სავარაუდოდ ყვითელა წყალქვეშა ნავის წინააღმდეგ ძირითადში თამაშს პიპიტა დაიწყებს, არ არის გამორიცხული მას შეტევაში კარიმ ბენზემაც შეუერთდეს. ამ შემთხვევაში ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდება მესუთ ოზილი.

ვილიარეალთან მატჩი აპოელთან გასამართი შეხვედრის რეპეტიციად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ამიტომ ლასანამ შესაძლოა დაუბრუნდეს მოედნის ცენტრს და შეცვალოს სამი ხედირა, მარჯვენა ფლანგს კი კვლავ არბელოა ჩაიბარებს.

  • SunSay
  • 21 მარტი 2012
  • 1 908
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)