კარანკა: "მხოლოდ 3 ქულაზე ვფიქრობთ"
"ვილიარეალთან" თამაშამდე, პრესის წინაშე აიტორ კარანკა წარდგა.
"ჩვენ თითოეულ მატჩში მხოლოდამხოლოდ 3 ქულაზე ვფიქრობთ.გამომდინარე იქედან, რომ "ვილიარეალს" ახალი მწვრთნელი ჰყავს, რთული გამოსაცნობია, თუ როგორ სტილში ითამაშებენ ისინი, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მორიგი გამარჯვება მოვიპოვოთ."
"გასახდელში ფეხბურთელებს სპეციალური მეთოდური ვარჯიშები უტარდებათ.ბევრი ამბობდა, რომ მადრიდელებმა უკვე იზეიმეს ჩემპიონობა 2 თვის წინო, თუმცა აბსურდია.განვლილ შეხვედრაში ფრე დავაფიქსირეთ.ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება.გუნდი საერთო ჯამში ბრწყინვალე ციფრებს აჩვენებს.აქედან გამომდინარე, ამავე მიმართულებით გაგრძელდება სვლა."
"ზოგჯერ ფეხბურთში საუბრობენ ისეთებს, რომ მათაც არ სჯერათ.სიმართლე გითხრათ, არვიცი გავრდიოლამ რა ისაუბრა.ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს."რეალი" კვლავ ლიდერია.8 ქულა სოლიდური უპირატესობაა."
"ჩემპიონატის დასრულებამდე დიდი დროა და შესაბამისად სასწორზე ბევრი ქულა დევს.ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება ნამდვილად არ გვაქვს.საჭიროა არასწორი ნაბიჯების გაანალიზება და ჩვეულ სტილში თამაში."მალაგასთან" გუნდმა დიდი ძალისხმევა გაიღო.ანგარიშის გამო ვერავის დავადანაშაულებ."
"კოენტრაუ გუნდთან ერთად ვარჯიშობს.დავაკვირდებით მას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებს, ჩავრთოთ თუ არა ფაბიუ მომდევნო შეხვედრის განაცხადში."
"კრიშტიანუ რონალდუს გოლით არ გამოუჩენია თავი, მაგრამ მან ფანტასტიკურად ითამაშა.გოლის ვერ გატანის გამო, ის არ უნდა გააკრიტიკოთ."
- 20 მარტი 2012
- 2 015
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.