მოურინიოს პრეს-კონფერენცია
"კითხვა იმაში უნდა მდგომარეობდეს, თუ რა დაემართა ჩემ გუნდს ისეთი, რომ ამდენი თამაში მოიგო და ასეთი რაოდენობის ქულები დააგროვა. ფრე და წაგება ჩვეულებრივი მოვლენაა შიდა ჩემპიონატებში. თუ ისინი არ იქნებოდნენ განწყობილნი დღევანდელი თამაშის მოსაგებად და შეხვედრას ზერელედ მიუდგებოდნენ-აი, სწორედ მაშინ მექნებოდა მე უკმაყოფილების გრძნობა, მაგრამ მათ კრიტიკას სულაც არ ვაპირებ, ვინაიდან ყველაფერი დადეს და გააკეთეს მოსაგებად. მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით და ძალიან ბევრი შანსი გვქონდა, მაშინ როცა ”მალაგას” მხოლოდ რამოდენიმე მომენტი თუ ქონდა.”
”არც ისე ბევრი ჩემპიონატები, უფრო სწორად საერთოდ არაა ასეთი, სადაც რომელიმე გუნდი ყველა თამაშს იგებს. მსაჯებმა ორი ცუდი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ეგ არაფერ შუაშია, ვინაიდან მათაც შეუძლიათ შეცდომების დაშვება. გვერდითა მსაჯმა ორჯერ არასწორად დააფიქსირა თამაშგარე მდგომარება ჩვენს წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ჩემპიონატის ნაწილია. ჩვენ წინ ვაპირებთ სიარულს. ხვალ მორიგი დღე იქნება და ოთხშაბათს მორიგი თამაშის გამართვა მოგვიწევს.”
”ჩვენთვის ძნელი აღმოჩნდა თამაშში ჩართვა. ”მალაგა” შესანიშნავი გუნდია და ამიტომაც იმყოფება ის უეფას ჩემპიონთა ლიგის ზონაში. მათ დიდი ოდენობის ინვესტიცია განახორციელეს იმისთვის, რომ ამ დონემდე მისულიყვნენ. პირველ ნახევარში ბევრი პროვლემა შეგვიქმნეს, მაგრამ ეს მეორე ნახევარს არ ეხება. ბევრი მომენტიდან, რომელიც ჩვენ გვქონდა, მხოლოდ ორის გატანა მოვახერხეთ. კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რატომ ვიტანდით ასე დიდი ოდენობის გოლებს. ერთის გატანა ან ერთი გოლის გაშვება ნორმალური მოვლენაა. არ მაქ იმის უფლება, რომ ჩემი ბიჭები გავაკრიტიკო. არც მსაჯების კრიტიკას ვაპირებ. მას ჩვენთვის ორი თერთმეტმეტრიანი უნდა მოეცა, მაგრამ ესეც ხდება.”
”შეგიძლია მოიგო, წააგო ან ფრედ დაასრულო შეხვედრა. ზოგჯერ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ირჯები , ვერ ახერხებ მოგებას. მოულოდნელი მოვლენა კი ისაა, რომ ამდენი თამაში მოვიგეთ. ეს თუ არა , სხვა შეხვედრა მაინც უნდა დაგვესრულებინა ფრედ... სავსებით ნორმალურია ფრე...წინ 11 თამაში და შესაძლო 33 ქულაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონატი ჯერ კიდევ ცოცხალია და არაფერი დასრულებულა.”
”ვან ნისტელროი ფანტასტიკური ფეხბურთელია. ვფიქრობ, ”ბერნაბეუს” პუბლიკა მას ასე გულთბილად იმიტომაც მიესალამა, რომ ის ასეთია და მან ბევრი კარგი რამ გააკეთა ”მადრიდის რეალისთვის.”
- 19 მარტი 2012
- 3 652
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.