"ტოტენჰემი" ხელმეორედ ცდის

ჰარი რედკნაპი რუდ ვან ნისტელროის გადაბირებას იანვარში ხელმეორედ ეცდება

გამომცემლობა The People აცხადებს, რომ რედკნაპს ჰოლანდიელის გადაბირება ჯერ კიდევ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას სურდა. შესაძლებელია, რომ მან კლუბს კიდევ ერთი შეთავაზებით იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას მიმართოს, ვინაიდან გავრცელდა ხმები, რომ რუდი კლუბიდან წასასვლელად ემზადება.

რედკნაპის ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, როცა კლუბის ერთ–ერთი წამყვანი ფეხბურთელის პავლიუჩენკოს მიმართ სხვადასხვა კლუბებმა გამოხატეს ინტერესი , შესაბამისად მას სურს, რომ პარტნიორი მოუძებნოს ჯერმეინ დეფოს, პეტერ კრაუჩსა და რობი კინს.

რუდი ამტკიცებდა, რომ ის მზად იყო კლუბში საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლისთვის. მან შეცვლაზე შესვლისას გოლის გატანაც მოახერხა, მაგრამ კიდევ ერთი ტრავმა მიიღო. ეხლა უკვე იგი ხვდება, რომ კლუბში მას ადგილის მოპოვება ძალიან გაუჭირდება, ამიტომ თვალი კვლავ პრემიერ ლიგისკენ უჭირავს.


წყარო: Tribalfootbal

  • shvela
  • 12 ოქტომბერი 2009
  • 1 872
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)