"რეალი" - "მალაგა" [პრევიუ]
მაშ ასე, მადრიდის "რეალს" უკვე მესამე მატჩის გამართვა მოუწევს უკანასკნელ რვა დღეში. მადრიდისტებმა წინა ორს თავი კარგად გაართვეს და ახლა "მალაგას" დასალაშქრად ემზადებიან. გამარჯვების შემთხვევაში "ბარსელონასთან" სხვაობა კვლავ 10 ქულა გახდება და შესაბამისად კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება "ლა ლიგის" ჩემპიონობისკენ. იმ შემთხვევაში, თუ "რეალმა" მანუელ პელეგრინის გუნდის დამარცხება შეძლო, ეს უკვე ზედიზედ მეთორმეტე გამარჯვება იქნება "პრიმერაში".
თვალი გადავავლოთ ორივე გუნდის სატურნირო მდგომარეობას. მადრიდის "რეალს" ამჟამად 70 ქულა აქვს და დამაჯერებლად ლიდერობს "ლა ლიგას". რაც შეეხება "ბლანკოსის" დღევანდელ მეტოქეს, "მალაგა" მთელი 30 ქულით ჩამორჩება სამეფო კლუბს და მეოთხე ადგილს იკავებს. ამ სეზონშ აღნიშნული გუნდები სამჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და სამივე მათგანში გამარჯვება "რეალს" ხვდა წილად. პირველად "ლა ლიგის" პირველ წრეში, გასვლაზე "ბლანკოსმა" 4-0 იმარჯვა. შემდგომ ეს გუნდები "კოპა დელ რეიზეც" შეხვდნენ. "ბერანებუზე" "რეალმა" დაძაბულ ბრძოლაში 3-2 , ხოლო მალაგაში მინიმალური ანგარიშით 1-0 იმარჯვა.
ჟოზე მოურინიომ ამ მატჩისთვის 19 ფეხბურთელს უხმო. აქედან 18 პირველი გუნდის წევრია, ხოლო "კასტილიიდან" მხოლოდ ტომას მეხიასს მიეცა შანსი. ტრავმის გამო განაცხადში ვერ მოხვდა დი მარია, ხოლო ალბიოლს გრიპი აქვს. კოენტრაო, ვარანი და ალტინტოპი სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილების გამო ვერ შეძლებენ ამ მატჩში მონაწილეობის მიღებას. სხვა მხრივ პორტუგალიელ სპეციალისტს არანაირი პრობლემა არ აქვს. მწყობრშია გონსალო იგუაინი და კრიშტიანო რონალდო, რომელთაც ძალიან უყვართ "მალაგას" კარის დალაშქვრა. პორტუგალიელმა ეს ათჯერ, ხოლო არგენტინელმა რვაჯერ მოახერხა.
მანუელ პელეგრინის შემადგენლობის მხრივ თითქმის არანაირი პრობლემა არ აქვს. ბოლო ხანებია, ანდალუსიური კლუბი საკმაოდ კარგად ათამაშდა და შესაბამისად მეოთხე პოზიციაზეც დამკვიდრდნენ. ნიშანდობლივია, რომ 1973-1974 წლების შემდგომ "მალაგას" ასეთი კარგი შედეგი არასდროს არ ჰქონია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ანდალუსიელებს კატასტროფული სტატისტიკა აქვს "ბერანაბეუზე" ჩატარებულ შეხვედრებში - 25 მარცხი, 5 ფრე და არცერთი გამარჯვება. ბურთების შეფარდება კი 72-18-ზე გახლავთ "რეალის" სასრგებლოდ...
- 18 მარტი 2012
- 1 633
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.